Wednesday, December 29, 2010

გალაკტიონი


1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.
მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო.
დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „…ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის“.
ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.
1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.
1900 წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.
1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ,ავე წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს“, „შავი ღრუბელი“ და სხვა.).
1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი“.
1909 წლიდან-გ.ტაბიძე თანამშრომლობს ჟურნალ „ფასკუნჯში“.
1910 წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით „დემონი“ აქვეყნებდა იგი თხზულებებს) თვით მკვლელობით.
1910 წელს-გალაკტიონმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალაში, რომლის დახურვის მერე იგი მასწავლებლად გადადის ბათუმის მახლობლად.
1911 წლის ივნისში-გალაკტიონ ტაბიძე მასწავლებლობას თავს ანებებს და საცხოვრებლად გადადის ქუთაისში, სადაც მუშაობდა გაზეთების:„კოლხიდის“, „მნათობისა“ და „თანამედროვე აზრის“ რედაქციებში.
პერიოდიკაში დაბეჭდილ მის ლექსებს აღტაცებით ხვდებიან: აკ. წერეთელი, კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი, ტ. ტაბიძე, ივ. გომართელი, ალ. აბაშელი, რ. ფანცხავა (ხომლელი), აკ. პაპავა, ი. იმედაშვილი და სხვა.
1912 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ „თემის“ ლიტერატურულ კონკურსში, სადაც მისმა ლექსმა „უხილავი“ მესამე პრემია დაიმსახურა.
1914 წელს-დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ქუთაისში, ტუტკუ გვარამიას გამომცემლობაში, დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი წიგნი.
1916 წელს-გალაკტიონ ტაბიძე დაქორწინდა და თავის მეუღლესთან, ოლღა ოკუჯავასთან ერთად, გაემგზავრა მოსკოვში.
1918 წელს-გალაკტიონმა დაამთავრა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები. ამავე წლის ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა.
1919 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მეორე კრებული „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“ („არტისტული ყვავილები“).
1922 წელს-გალაკტიონ ტაბიძის რედაქტორობით საქართველოს მწერალთა კავშირი სცემდა ჟურნალ „ლომისს“.
1922-23 წელს-პოეტმა დაარსა საკუთარი ლიტერატურული ორგანო „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“.
1924 წელს-ჟურნალ „მნათობის“ მეხუთე ნომერში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის პოემა „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“, რომელიც მწვავე პოეტური გამოძახილია 1921-24 წლებში საქართველოში მომხდარი ტრაგედიისა. სწაბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა ამ პოემის დაბეჭვდისათვის, ხოლო აღნიშნული ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა.
1925 წელს-ჟურნალ „მნათობის“ მეათე ნომერში იბეჭდება გალაკტიონის ასი ლექსი.
1927 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ერთტომეული, ე.წ. „ზარნიშიანი წიგნი“, როგორც მას მოიხსენიებს ვახტანგ ჯავახაძე „უცნობში“.
1927 წელს-გამოდის ერთდღიური გამოცემა „გალაკტიონი“, რომელშიც მოთავსებულია წერილები და ლექსები, გალაკტიონისადმი მიძღვნილი. ქ. სოხუმში იმართება პოეტისადმი მიძღვნილი დიდი საზეიმო საღამო, სადაც მას მიართმევენ ლირას წარწერით:„გალაკტიონს – პოეტების მეფეს“.
1927 წელს-ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა ახალი ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონი“, რომლის ფორმალურ წევრად გალაკტიონიც ითვლებოდა.
1928 წელს-ჩატარდა პოეტის მოღვაწეობის 20 წლის იუბილე.
1928 წლიდან-გალაკტიონი იძულებით იწყებს თავის შემოქმედებაში ე.წ. „გარდატეხის პერიოდს“ და წერსა პოეტურ ციკლებს:„ეპოქა“, „პაციფიზმი“, „რევოლუციონერულ საქართველოს“ და ა.შ.
1928 წელს-გალაკტიონ ტაბიძე მიავლინეს მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ.
1929 წელს-მთავრობამ გალაკტიონი სომხეთში ამოგზაურა.
1929 წელს-გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს, სადაც მან სამი წელი დაჰყო.
1932 წელს-გალაკტიონ ტაბიძეს სახალხო პოეტის წოდება და ლენინის ორდენი მიეკუთვნა.
1935 წელს-გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო კულტურის დავცის პარიზის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, სადაც იგი აირჩიეს კონგრესის პრეზიდიუმის წევრად.
1937 წელს-ხელმეორედ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა.
1938 წელს-საქართველოს მწერალთა კავშირმა გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის 30-ე წლისთავის იუბილე.
1944 წელს-გალაკტიონ ტაბიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.
1941-45 წლებში-გალაკტიონი მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში და აქვეყნებდა ლექსებს ომის თემაზე.
1943 წელს-ზეიმით აღინიშნა გალაკტიონის დაბადების 50-ე და სალიტერატურო მოღვაწეობის 35-ე წლისთავის იუბილე.
1953-57 წლებში-გალაკტიონი განაგებდა საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას.
1959 წლის 17 მარტს-პოეტმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. იგი დასაფლავებულია მთაწმინდაზე.
2000 წლის ივნისში-საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ შეუნდო მას თვითმკვლელობის ცოდვა, როგორც ლოგიკური შედეგი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვისა.

ოსკარ უაილდი


  • კაცი იქამდე იქნება ქალთან ბედნიერი სანამ არ ეყვარება ის.
  • მტრების არჩევაში კაცს სიფრთხილე არ ძალუძს.
  • კაცი რომელიც თავის თავზე არ ფიქრობს, საერთოდაც არც არაფერზე ფიქრობს.
  • კაცის სახე არ არის მისი ბიოგრაფია, ხოლო ქალის სახე კი გამოგონილი და შეთხზულია.
  • ავტორს შეუძლია გადაარჩინოს და გამოასწოროს ყველაფერი, მაგრამ რაც შეეხება ბეჭვდვით შეცდომას…
  • ნამდვილი მეგობარი მოულოდნელად გაყენებს ზიანს.
  • ხელოვნებაში მუშაობა, უნიკალური შედეგია უნიკალური ტემპერამენტისა.
  • ხელოვნება ცოტათი უსარგებლოცაა.
  • ქალები დედებს ემსგავსებიან. ეს მათთვის ტრაგედიაა. ამას კი კაცი არ აკეთებს. ის არის ის, ვინც ის არის.
  • ყოველთვის აპატიე მტრებს – აი ეს გაანადგურებთ მათ ყველაზე უფრო.
  • არაჩვეულებრივი კაცი; მას არ ყავს მტრები და არავის არ სურს მასთან მეგობრობა.
  • ყველას შეუძლია ბედნიერად ცხოვრება სოფელში. იქ არ არის “ცდუნებები”.
  • არგუმენტები ექსტრემალურად ვულგარულია, კარგ საზოგადოებაში ყველას ერთი და იგივე პოზიცია აქვს…
  • ქველმოქმედება ბრბოს ცოდვებს იწვევს.
  • საუბარი ამინდზე, ეს წარმოსახვის უნარს მოკლებულის საბოლოო თავშესაფარია.
  • სიკვდილი და ვულგარულობა, ეს არის ორი ფაქტი XIX საუკუნეში, აქედან კი ერთ-ერთი ახსნა შეუძლებელია.
  • სხვების მოტყუება. ესაა ის რასაც მსოფლიო რომანტიკას ეძახის.
  • ყოველი პორტრეტი, რომლშიც გრძნობების მთელი კორიანტელია ეს არის მხატვრის პორტრეტი და არა იმისა ვისაც იგი ხატავს.
  • ყოველ წმინდანს აქვს წარსული, ხოლო ცოდვილებს კი მომავალი.
  • ყველაფერი პოპულარული “არა სწორია”.
  • გამოცდილება ერთადერთი რამაა, რომელსაც არაფრისგან ვერ მიიღებ.
  • მოდა მახინჯი და აუტანელია, მას ხომ ჩვენ ყოველ 6 თვეში ერთხელ ვცვლით.
  • მე იმდენად ახალგაზრდა არ ვარ, რომ ყველაფერი ვიცოდე.
  • მე იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ ხანდახან ჩემს სიტყვებსაც კი “ვერ ვხვდები”.
  • მე ჩემი გენიალურობა ჩემს ცხოვრებაში ჩავდე. ხოლო რაც შეეხება ჩემს ნიჭს, იგი ჩემივე ნაშრომებშია.
  • ილუზია “სიამოვნებებში” პირველია.
  • დღეს დღეობით მხოლოდ არასაჭირო ინფორმაციები ვრცელდება, ეს ძალიან ცუდია.
  • ცხოვრება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას სერიოზულად ვერ მოეკიდები.
  • მეხსიერება… ეს დღიურია, რომელიც ჩვენ სულ თან დაგვაქვს.
  • კაცი თავის თავზე ყოველთვის ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ მიეცით მას ნიღაბი და ის გეტყვით ყოველგვარ სიმართლეს.
  • კაცს უნდა, რომ ქალის პირველი სიყვარული იყოს – ქალს კი მისი სატრფოს ბოლო სიყვარულად დარჩენა სურს.
  • კაცი იმიტომ ოჯახდება, რომ დაიღალა – ქალი კი უბრალოდ ცნობისმოყვარეა; ორივე იტანჯება.
  • ხალხის უმეტესობა “სხვა ხალხია”. ისინი ფიქრობენ “სხვის აზრებს”, მათი ცხოვრება უბრალოდ იმიტაციაა, მათი ვნებები უბრალოდ “ციტატებია”.
  • არც ერთი კაცი არ არის ისეთი მდიდარი, რომ წარსულში დაბრუნება მოახერხოს.
  • არაფერია ისეთი დამამძიმებელი, როგორიც სიმშვიდე.
  • ვიღაცას ყოველთვის უყვარს. აი სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ იგი არასდროს დაოჯახდება.
  • პატრიოტიზმი ვირტუალური ბოროტებაა.
  • კითხვები არასდროს არაა “გაუფრთხილებელი”, აი პასუხები – კი…
  • წარმატება მეცნიერებაა; თუ შენ გაქვს პირობები, შენ აუცილებლად მიაღწევ რაღაცას.
  • კაცს, რომელსაც ძალუძს “ბატონობა” ლონდონურ სადილზე, მას მსოფლიოზეც შეუძლია იბატონოს.
  • პუბლიკა საოცრად ტოლერანტია. ის გპატიობს ყველაფერს გარდა გენიისა.
  • სამყაროს ნამდვილი საიდუმლო – ცხადია – და არა უხილავი.
  • სისულელეს გარდა არ არსებობს ცოდვა.
  • როდესაც კარგი ამერიკელები კვდებიან, ისინი პარიზს მიაშურებენ.
  • რატომ დავიბადე ესეთი თანამედროვე?

"ყოველმან ჩემმან მპოვნელმან"–ო.ჭილაძე

"ქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო,სამაგიეროს უნდ ადაჰპირდე,თანაც უკეთესს"
"უბედურებაზე უფრო მარტო დარჩენისა ეშინია კაცს"
"ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულახდილს ხდის,უფრო გულწრფელს"
"რაც არ ეგუება–კვდება,ასეთი მარტივია ბუნების კანონი,რადგან ბუნებას ერთი მორჩილი შვილი ურჩევნია მილიონ უძღებ შვილს"
"ვაჟკაცობათავის გამოდება და სიკვდილი კი არაა,არამედ–გადარჩენა"
"–ყველა სიკვდილი ერთნაირია მამაო,ყველა ერთნაირად ყარს
 –ცოდვა ყარს და არა სიკვდილი"
"ბედი არსებობს იმდენად რამდენადაც ადამინს სჭირდება მისი არსებობა,იმიტომ რომ მას გადააბრალოს თავისი მარცხი და წარმატებაც და ამით უფრო ასატანი გახადოს საკუთარი არსებობა მეორე ადამიანისათვის"
"ვიბადებით რათა შევცოდოთ და ვიხოცებით რათა განვიწმინდოთ"
"ძლეირია არა ის ვინც გასცემს,არამედ ის ვინც არ იღებს"
"სანამ დედას შვილის სისხლიანი პერანგი აცვია ქვეყანა არ დაიღუპება"

Tuesday, December 28, 2010

რელიგიის არსი


რელიგიის თვისობრიობასა და არსზე ლაპარაკი, მის გარეგან მხარესთან შედარებით, უფრო რთულია, რადგან იგი ენით უთქმელი და გონებით ჩაუწვდომელი განცდების მთელ სპექტრს მოიცავს. სამაგალითოდ მოვიყვანოთ ასეთი შედარებები: ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე, რომ „დრო მხიარულად გავატარეთ“, ან „გულზე დარდი გვაწევს“, მაგრამ ჩვენთვის რა იგულისხმება სიტყვების - „მხიარულად“ და „დარდი“ - მიღმა? ამის გაგება სხვა ადამიანს არ შეუძლია, რადგან თითოეულის შინაგანი სამყარო ღრმაა, ინდივიდუალურია და მისი სიტყვიერად გადმოცემა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომაც, თითოეული რელიგია გარეგნულად ასეთია: არსებობს განსაზღვრული ორგანიზაცია (ეკლესია) თავისი დოგმატებით, კონკრეტული ზნეობრივი მოთხოვნებით, წესებით, განსხვავებული მღვდელმსახურების წესით: შინაგანად კი ეკლესია მორწმუნე ადამიანისთვის ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის ადგილია, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და ზიარებაა. ამდენად, განსხვავებულია ეკლესიის გარეგნული ფორმა ცალკე აღებული და მისი შინაგანი ცხოვრება. შესაბამისად, ამ სულიერი განცდების მრავალფეროვნების სიტყვიერად გადმოცემა ადამიანს, რელიგიის გარეგნული მხარეების თუნდაც კარგად მცოდნეს, არ ხელეწიფება. მღვდელი პავლე ფლორენსკი წერდა: „რელიგიის საიდუმლოებანი არ არის ის, რისი გამჟღავნებაც (გათქმა) არ შეიძლება; ისინი არც შეთქმულთა პირობითი პაროლებია. ეს არის გამოუთქმელი, ენით აღუწერელი განცდები, რომელთა სიტყვიერად გამოხატვა შეუძლებელია“. დიდმა რუსმა მოაზროვნემ, შემდგომში - ღვთისმეტყველმა, ს.ნ. ბულგაკოვმა (+1944 წ.) იგივე აზრი რელიგიის იდუმალი საიდუმლოს გამოუთქმელობაზე ასე გამოხატა: „ყველაზე ზოგადი ფორმით, რელიგია შეიძლება განვსაზღვროთ ასე: რელიგია არის ღმერთის აღმოჩენა და ღმერთთან კავშირის განცდა“. რელიგიური განცდები არწმუნებს ადამიანს იმაში, რომ არსებობს ღვთაებრივი სამყარო - რელიგია კი არ ცდილობს, ადამიანს დაუდასტუროს და დაუმტკიცოს ღვთაებრივი სამყაროს არსებობა, არამედ ადამიანი განიცდის ამას თვითონვე.
ჭეშმარიტად რელიგიურ გზას მხოლოდ ის ადამიანი დაადგა, ვინც საკუთარი ცხოვრების გზაზე რეალურად შეხვდა ღვთაებრივს, ვისაც შეეწია მისი ყოვლისშემძლე ძალა. რელიგიური გამოცდილება არ არის მეცნიერული თვალსაზრისის სფერო; იგი არც ფილოსოფიური, არც ესთეტიკური, არც ეთნიკური განცდაა. ისევე, როგორც გონებით ვერ შეიცნობ სილამაზეს (მასზე მხოლოდ ფიქრია შესაძლებელი), აზრი რელიგიური განცდის მწველი ცეცხლის მხოლოდ ფერმკრთალი გამოხატულებაა... წმიდანთა, წინასწარმეტყვლთა, რელიგიის ფუძემდებელთა ცხოვრება და რელიგიის თვალსაჩინო ძეგლები (დამწერლობა, კულტი, ზნე-ჩვეულებანი) თითოეულის პირად გამოცდილებასთან ერთად, რელიგიის სფეროში უფრო კარგად შეიმეცნება, ვიდრე განყენებული ფილოსოფიური მსჯელობა მასზე.
დიდი წმიდანი, ღირსი ისააკ ასური, წერს, რომ უამრავი მტკიცებულება შეიძლება მოვიყვანოთ რელიგიური განცდებისა და სიყვარულის მდგომარეობაზე, უსაზღვრო სიხარულისა და სიყვარულის მდგომარეობაზე, ჭვრეტის მადლის მიღებაზე, განკურნებასა და იმის წვდომაზე, რაც ადამიანზე ზეაღმატებულია (სულიერი სამყარო), რაც მისი თანასწორია (სხვა ადამიანთა სულები) და რაც მასზე მდაბალია (ბუნებრივი სამყარო), აგრეთვე სხვა უჩვეულო მადლმოსილებათა შესახებ. პავლე მოციქულმა იგივე აზრი წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებით გვამცნო: „რომელი თვალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერომან მოყუარეთა თვსთა“ (1 კორ. 2,9).
მიუხედავად ამისა, მსგავსი მტკიცებულებანი „გარეგნული“ და არაფრისმთქმელი იქნება მათთვის, ვინც პირადად ერთხელაც არ შეხებია იდუმალი ღვთაებრივი სილამაზის სამყაროს.

Sunday, December 19, 2010

ონორე დე ბალზაკი


  • სიტყვების “დინებანი” ორპირობის ნიშანია.
  • კარგი ქმარი არასდროს იძინებს პირველი და არასდროს დგება “ბოლო”.
  • ნამდვილი დედა თავისუფალი არასდროსაა.
  • კაცი ქალთან შედარებით “საწყალი კრეატიულია”.
  • დიდი სიყვარული შამპანურით იწყება…
  • ფინანსები, ისინი დროს გვანან, რომლებიც თავიანთ შვილებს შთანთქავენ.
  • ღრუბლები ღმერთს “ეფარებიან”.
  • მე მაკლერებს ადამიანთან ჯგუფს არ მივაკუთვნებდი.
  • ადვილია დაჯდე და დააკვირდე, აი ადგომა და მოქმედება კი ძნელია.
  • სიყვარული თამაშია, რომელშიც ვიღაც აუცილებლად ტყუის.
  • სიყვარული გრძნობების პოეზიური გამოხატვაა.
  • მანერები ერების პირფერობაა.
  • “კაცები” კვდებიან სასოწარკვეთილებაში, სულები – ექსტაზში.
  • ტავმდაბლობა სხეულის სინდისია.
  • კაცმა არასდროს არ უნდა შეიყვაროს მაშინ როდესაც ის ანატომიას სწავლობს, რადგან იმ დროს მას ქალის “შუაზე” გაჭრა უწევს.
  • ვიღაცას მაინც ჯერა, რომ ქორწინება სულისთვის მნიშვნელოვანია.
  • ჩვენი მტრები ჩვენი ერთადერთი ნაცნობები და ოჯახის წევრები არიან. მეფეებს არ ყავთ ოჯახის წევრები.
  • ვნებები უნივერსალური ჰუმანურობაა. რელიგისს, ხელოვნები, რომანიკისა და ისტორისს გარეშე ის უსარგებლო იქნებოდა.
  • რა არის ხელოვნება? – ბუნების კონცენტრაცია.
  • როდესაც კანონი ხდება დესპოტიზმი, მაშინ მორალი მოდუნებულია, ხანდახან კი პირიქითაც ხდება.
  • როდესაც ქალს ვუყვარვართ ის გვპატიობს ყველაფერს. ხოლო როდესაც – არა, იგი ნდობას არ გვიცხადებს და ჩვენს სათნოებასაც კი უგულვებელყოფს.
  • თვითმკვლელობაში არის რაღაც დიდი და საშინელი.
  • ვინც ხარჯავს სწრაფად, ის არასდროს იქნება მდიდარი.
  • არაფერია იმაზე დიდი ვიდრე დიდი ტალანტი არავითარი პერსპექტივით.
  • სათნოება, შესაძლებლობები, ეს ყველაფერი უბრალოდ ზრდილობიან სულზე მიგვანიშნებს.
  • მარტოობა კარგია, მაგრამ შენ გჭირდება ვინმე ისეთი, ვინც გეტყვის, რომ მარტოობა მართლაც კარგია.
  • სწავლა ჩვენს გარშემომყოფთ მომხიბლაობას ჰმატებთ.
  • არავის არ გვიყვარს ქალი იმის გამო, რომ ის ლამაზია ან მახინჯი, სულელია თუ ჭკვიანი. ჩვენ გვიყვარს ისინი იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ისინი.

Saturday, December 18, 2010

გურამ დოჩანაშვილი

გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. მამა – პეტრე დოჩანაშვილი(ექიმი), დედა – გულნარა ემხვარი (დიასახლისი). მომავალი მწერალი იზრდებოდა ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. ბებია – მერი(ფაცა) კორძაია, ბაბუა – სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია – ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.
1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ საქართველოს ერთგული და ღირსეული შვილები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი,ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გონჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე. 1956 წელს მათ თავს დაატყდათ „სუკ“-ის რისხვა სამშობლოს უსაზღვრო და გულწრფელი სიყვარულის გამო. გურამ დოჩანაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მისჯილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.
1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი(ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. 1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია. მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს.
უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს. მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო (7 აპრილი), და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. 1968 წელს მიიღეს მწერალთა კავშირში, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1990 წელს. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება“, – ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი.

Thursday, December 16, 2010

რა არის ქრისტიანობა?

ქრისტიანობას მთლიანად მოიცავს ერთადერთი სიტყვა - ქრისტე. რას ნიშნავს ეს? ეს არის მსხვერპლი, რომელიც ქრისტემ ადამიანთა მოდგმისათვის გაიღო. ეს არის ტვირთვა მთელი ადამიანური ბუნებისა, მთელი ჩვენი დაცემულობისა, ჩვენი შერყვნილობისა, რომელიც ღმერთს მოშორებული ადამისაგან მთელმა მისმა მოდგმამ მიიღო მემკვიდრეობად. „რომელმან იგი არა იცოდა ცოდვა, ჩვენთვის ცოდვა ქმნა, რათა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა“ (2 კორ. 5,21). ეს არის ყველაზე არსებითი ნიშანი, რომლითაც ქრისტიანობა განსხვავდება სხვა რელიგიებისაგან.
სხვა რელიგიებში ფუძემდებელი მხოლოდ მქადაგებელია, მქადაგებელი ახალი, ან ძველი და მივიწყებული სწავლებისა. ამიტომ არც ერთ სხვა რელიგიაში დამფუძნებელს ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება, როგორც უფალ იესო ქრისტეს - ქრისტიანობაში. დამფუძნებელი იქ მოძღვარია, უფლის მაცნე, ცხონების გზის მაუწყებელი და მეტი არაფერი. იგი მხოლოდ უფლის საყვირია, მთავარი კი ის სწავლებაა, რომელიც ღვთისაგან გადმოგვეცემა მისი მეშვეობით. ამიტომაც, სხვა რელიგიებში წინ სწავლებაა წამოწეული, ფუძემდებელი კი მეორე პლანზე დგას. რელიგიის არსი მის მქადაგებელზე არაა დამოკიდებული, ეს უკანასკნელი, ასე ვთქვათ, ცვლილებას ექვემდებარება. რელიგიას არაფერი დააკლდებოდა, იგი სხვა მოძღვარს ან წინასწარმეტყველს რომ ექადაგა. მაგალითად, ბუდიზმს თავისუფლად შეეძლო ეარსება მაშინაც, თუ დამტკიცდებოდა, რომ ბუდა არც არსებულა და ეს რელიგია სხვამ დააარსა. ისლამიც მშვიდად იარსებებდა, მუჰამედის ნაცვლად მისი დამფუძნებელი სხვა რომ აღმოჩენილიყო. ეს ეხება ყველა რელიგიას იმიტომ, რომ მათი ფუძემდებლების ფუნქციები შემოიფარგლებოდა ადამიანისათვის ამა თუ იმ სწავლების მიწოდებით. მათი მოღვაწეობის არსი სწავლება იყო.
მაგრამ განა შეიძლებოდა, ქრისტიანობა დაეფუძნებინა, მაგალითად, წმიდა იოანე ნათლისმცემელს? მას შეეძლო ექადაგა ზნეობრივი სწავლება, სარწმუნოების ესა თუ ის ჭეშმარიტება, მაგრამ არ იქნებოდა უმთავრესი, ე.ი. მსხვერპლი! ღმერთკაც იესო ქრისტეს ჯვარცმის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა! ახლა გასაგებია, თუ რატომ იქცა მტრულად განწყობილი კრიტიკის მთავარ სამიზნედ ქრისტე, როგორც ნამდვილად არსებული პიროვნება. რომ არ იყოს ის, ვინც ივნო და ჯვარცმა თავს იდვა ჩვენთვის, ქრისტიანობას საფუძველი გამოეცლება. ათეიზმის იდეოლოგებს ეს მშვენივრად ესმოდათ.
ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ქრისტიანობის არსს მოიცავს ერთადერთი სიტყვა - ქრისტე. მაგრამ შეიძლება ითქვას სხვაგვარადაც: ქრისტიანობის არსს შეადგენს ქრისტეს ჯვარი და მისი აღდგომა, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობას, ბოლოს და ბოლოს, მიეცა საშუალება ახლად შობისა, განახლებისა, ღვთის იმ დაცემული ხატების აღდგენისა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ჩვენ არ შეგვეძლო ადამიანური ბუნებით ღმერთთან შეერთება იმიტომ, რომ ვერაფერი შერყვნილი ღმერთთან ვერ იქნება წილნაყარი. ამდენად, ღმერთთან შესაერთებლად, ღმერთ-კაცობის განსახორციელებლად აუცილებელი იყო ადამიანური ბუნების შესაბამისი განახლება. ქრისტემ განაახლა იგი საკუთარ თავში და ყოველ ადამიანს იმავეს განმეორების საშუალება მისცა.
მეორე უმთავრესი ასპექტი, რომელიც ქრისტიანობის არსს შეადგენს, არის ადამიანის სულიერი ცხოვრების სწორი წარმართვა. ქრისტიანობა აქაც ისეთ რამეს გვთავაზობს, რაც პრინციპულად განასხვავებს მას სხვა რელიგიურ სწავლებათაგან. უპირველეს ყოვლისა, ესაა სწავლება ღმერთზე, შემდეგ - ადამიანის სულიერი ცხოვრების არსისა და მიზნის გაგება, სწავლება აღდგომაზე და მრავალი სხვა.
ასე რომ, პირველი, რაც ახასიათებს მხოლოდ ქრისტიანობას და არა სხვა რელიგიებს, ესაა მტკიცება იმისა, რომ „ღმერთი სიყვარული არს“. სხვა რელიგიებში უმაღლესი საფეხური, რომელსაც მიაღწია რელიგიურმა ცნობიერებამ, არის ღვთის წარმოდგენა მართალ, მოწყალე მსაჯულად, მართლმსაჯულად. ამაზე შორს ისინი ვერ მიდიან. ქრისტიანობა კი რაღაც განსაკუთრებულს ამტკიცებს. იმას, რომ ღმერთი არის სიყვარული და მხოლოდ სიყვარული. სამწუხაროდ, ღმერთის ამგვარი, ქრისტიანული გაგება ძნელად იკაფავს გზას ადამიანის ცნობიერებისა და გულისაკენ. ღმერთი-სიყვარული ვერანაირად ვერ აღიქმება ძველი კაცის ცნობიერებით. მითუმეტეს, რომ ღმერთი-მსაჯულის სახე გვხვდება სახარებაშიც, მოციქულთა წერილებშიც, წმიდა მამათა თხზულებებშიც. როგორია ამ სახის გამოყენების თავისებურება? მას მხოლოდ და მხოლოდ სამოძღვრო-დამრიგებლობითი ხასიათი აქვს და მიმართულია, იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, „უფრო უხეში ადამიანების შემეცნებისაკენ“, მაგრამ როცა საქმე ღვთის არსის გაგების გადმოცემას ეხება, სულ სხვაგვარი სურათი იშლება. ქრისტიანობა სრულიად გარკვევით ამტკიცებს - ღმერთი არის სიყვარული. ის არ ექვემდებარება არანაირ გრძნობას: მრისხანებას, ტანჯვას, სასჯელს, შურისგებას და ასე შემდეგ. ეს აზრი მსჭვალავს ჩვენი ეკლესიის მთელ გადმოცემას. მოვიყვანთ თუნდაც მხოლოდ სამ ავტორიტეტულ გამონათქვამს.
ღირსი ანტონი დიდი - „ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. თუ ზოგიერთს სრულ ჭეშმარიტებად მიაჩნია ის, რომ ღმერთი უცვალებელია, მაგრამ უკვირს, მაშინ რატომ ხარობს იგი კეთილი ადამიანების გამო, ბოროტებს კი ზურგს აქცევს, ცოდვილებს ურისხდება, მაგრამ როცა ინანიებენ, იწყნარებს, უნდა განვუმარტოთ, რომ ღმერთი არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან სიხარული და მრისხანება ვნებებია. უაზრობაა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ადამიანთა საქმეების გამო ან კარგად გრძნობს თავს, ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ზიანს არავის აყენებს და მარად უცვალებელია.
ჩვენ კი, როცა სახიერნი ვართ, ღმერთს ვეზიარებით მასთან მსგავსების გამო, მაგრამ როცა ვბოროტდებით, ვშორდებით მას იმიტომ, რომ განვსხვავდებით მისგან. როცა კეთილმსახურად ვცხოვრობთ, ღვთისანი ვართ, მაგრამ როცა სიავეს ჩავდივართ, უარყოფილნი ვართ მისგან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი მრისხანებს ჩვენზე, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები არ აძლევენ მას ჩვენში გაბრწყინების საშუალებას, მტანჯველ დემონებთან კი გვაკავშირებენ. თუ შემდეგ ლოცვა-ვედრებითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა შენდობა მოვიპოვეთ, იმას კი ნუ დავასკვნით, ღმერთს გული მოვულბეთ ან შევცვალეთო. უბრალოდ, ამგვარი მოქმედებით და ღვთისაკენ მიქცევით ვკურნავთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ისევ გვეძლევა იმის უნარი, რომ ვიგემოთ ღვთის სახიერება“.
წმიდა მღვდელმთავარი გრიგოლ ნოსელი - „იმ აზრს, რომ მკრეხელობაა ღვთის არსება რომელიმე ვნებისკენ - სიამოვნებისკენ, გულმოწყალებისკენ ან მრისხანებისკენ მიდრეკილად ჩავთვალოთ, ღვთაებრივი ჭეშმარიტების შემეცნებაში ნაკლებწარმატებულნიც ვერ უარყოფენ. მართალია, ნათქვამია: „შევიწყალო, რომელი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი შევიწყნარო“ (გამოსვლათა 33,19), მაგრამ, ვფიქრობ, ყოველ ამგვარ გამონათქვამში ღვთის სიტყვა ცხადად გვასწავლის, რომ ღვთის განგებულება ჩვენი თვისებების მეშვეობით იწყნარებს ჩვენს უძლურებას, რათა ცოდვისაკენ მიდრეკილებმა სასჯელის შიშით თავი შეიკავონ ბოროტებისაგან, ცოდვით დაცემულებს კი სწამდეთ ღვთის გულმოწყალებისა და სინანულის მეშვეობით მასთან მიბრუნების იმედი არ დაკარაონ“.
წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი - „როცა ღმერთთან მიმართებაში გესმის სიტყვები: „მძვინვარება“, „მრისხანება“, მათ მიღმა ნურაფერ ადამიანურს ნუ იგულისხმებ. ეს შემწყნარებლური სიტყვებია. ღმერთს არაფერი მსგავსი არ ახასიათებს, მაგრამ ასე იმიტომ ითქმის, რომ საუბრის საგანი უფრო უხეში ადამიანების შემეცნებამდე იქნეს დაყვანილი“.
უამრავი ამგვარი ციტატის მოხმობა შეიძლება. ყველა მათგანში წმიდა მთციქულ იაკობის კათოლიკე ეპისტოლეში გამოთქმული აზრი მეორდება: „ნუვინ განცდილთაგანი იტყვინ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცდები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი. არამედ კაცად-კაცადი განიცდების თვისისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების“ (1,13-14).
კაცობრიობის ისტორიაში ეს არის ღვთის სრულიად ახალი, უნიკალური გაგება. ჭეშმარიტად, მხოლოდ საღვთო გამოცხადებით შეიძლებოდა მიგვეღო ამგვარი სწავლება ღმერთზე, რადგან არც ერთ ბუნებრივ რელიგიაში არაფგრი მსგავსი არ გვხვდება. ბუნებრივი რელიგიებისათვის წარმოუდგენელი იყო ასეთი რამ, და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა უკვე ორი ათასი წელია რაც არსებობს, ქრისტიანთა უმეტესობისთვისაც ეს ნაკლებმისაღებია. ძველი, ვნებიანი კაცი, რომელიც ბატონობს ჩვენს სულში, ეძიებს მიწიერ სამართალს, რომელიც უკეთურებს სჯის, მართლებს კი ღირს სასყიდელს მიაგებს, ამიტომაც ღვთის უდიდეს გამოცხადებას იმის შესახებ, რომ ღმერთი არის სიყვარული და მხოლოდ სიყვარული, ადამიანის ცნობიერება ვერაფრით ვერ ღებულობს. ღმერთსაც თავისი ძე ამქვეყნად ე.წ. ღვთაებრივი სამართლის „დასაკმაყოფილებლად“ ან „გამოსასყიდად“ კი არ გამოუგზავნია, არამედ სიყვარულის და მხოლოდ სიყვარულის გამო.
ქრისტიანობის (დღეს უფრო სწორი იქნება ვთქვათ - მართლმადიდებლობის) მეორე თავისებურება ეხება ადამიანის სულიერი ცხოვრების არსს. ქრისტიანობა მთლიანად მიმართულია სულის განკურნებისაკენ და არა ნეტარებისა და სამოთხის „გამომუშავებისაკენ“. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი მიგვითითებს: „ქრისტეს მცნებების გულმოდგინე შესრულება ადამიანს ასწავლის (ე.ი. უცხადებს ადამიანს) თავის უძლურებას“. მივაქციოთ ყურადღება, რას უსვამს ხაზს ღირსი სვიმეონი: მცნებათა შესრულება ადამიანს სასწაულთმოქმედად, წინასწარმეტყველად, მოძღვრად, ყოველგვარი ჯილდოს, საბოძვრის, ზებუნებრივ ძალთა ღირსად კი არ ხდის, რაც სხვა რელიგიებში მცნებათა „შესრულების“ უმთავრესი შედეგი და მიზანიც კია. არა. ქრისტიანობას ადამიანი სულ სხვა რამისკენ მიჰყავს - სურს, დაანახოს მას საშინელი შერყვნა კაცობრივი ბუნებისა, რომლის განსაკურნებლადაც შეისხა ხორცი ღმერთმა - სიტყვამ. ამის შემეცნების გარეშე ადამიანს არანაირად არ შეუძლია არც სწორი სულიერი ცხოვრება და არც ქრისტე - მაცხოვრის მიღება.
როგორ განსხვავდება ქრისტიანობა სხვა რელიგიებისაგან! რამდენად ბეცნი არიან ისინი, რომლებიც საუბრობენ ერთიან რელიგიურ ცნობიერებაზე, ამტკიცებენ, გველა რელიგიას ერთი და იმავე მიზნისკენ მივყავართ, ყველას ერთიანი არსი გააჩნიაო. რა გულუბრყვილოდ ჟღერს ეს ყველაფერი! მსგავსი რამის თქმა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც სრულებით არ ესმის ქრისტიანობა.
ქრისტიანობაში „საქმეები“ ადამიანს უცხადებს მის ნამდვილ მდგომარეობას - საშინელი შერყვნისა და დაცემის მდგომარეობას: რა მხრიდანაც არ უნდა შემეხო, ყველგან მტკივა. მხოლოდ უძლურების ასეთი შეგრძნებით წარმოიშობა ადამიანში სწორი სულიერი ძალა. ადამიანი მაშინ ძლიერდება, როცა უფალი შედის მასში. ძლიერი ეგონა თავი პეტრე მოციქულს. სწორი აღმოჩნდა კი? მოვიგონოთ, რას წერს პავლე მოციქული: „სამგზის ვევედრე უფალს“. შედეგი: „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (კორ. 12,8-9). როგორც ირკვევა, მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობით, იმის გაცნობიერებით, თუ ვინ ვართ სინამდვილეში, შემოდის ჩვენში უფალი და აი, მაშინ კი ნამდვილად ვძლიერდებით. „ცაც რომ ჩამომექცეს, არ შეძრწუნდება ჩემი სული“, - ამბობდა აბბა აღათონი. მაგრამ რას აღუთქვამს უფალი ადამიანს? წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი წერს: „უფალი სამოთხის კი არა, თვით ზეცის დამკვიდრებას გვპირდება, სამოთხის მეუფებას კი არა, ცათა სასუფეველს აღგვითქვამს“. ღირს მაკარი ეგვიპტელს უთქვამს: „გვირგვინები და დიადემები, რომელთაც ქრისტიანები მიიღებენ, ნივთიერი არ არის“. განახლებული ადამიანი რაიმე ნივთიერს კი არა, თვით უფალს ღებულობს! განღმრთობა - ასე იწოდება ჩვენი იდეალი. ეს არის ადამიანის უმჭიდროესი ერთობა ღმერთთან, ადამიანის პიროვნების გახსნის სისრულე, მისი ისეთი მდგომარეობა, როცა ის ხდება ჭეშმარიტად ღვთის შვილი“, ანუ მადლით ღმერთი. ხედავთ, რა კოლოსალური განსხვავებაა ქრისტიანობასა და სხვა რელიგიებს შორის?!
შესაძლოა, უმთავრესი, რასაც ქადაგებს ქრისტიანობა, რაც განასხვავებს მას სხვა რელიგიებისგან და რის გარეშეც იგი ვერ იარსებებს, არის მისი უდიდესი დოგმატი, გამოხატული უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულში - აღდგომის დოგმატი. ქრისტიანობა მხოლოდ იმას კი არ ქადაგებს, რომ ქრისტიანის სული ღმერთს შეუერთდება, ამა და ამდაგვარ მდგომარეობაში იქნება. არა, იგი ამტკიცებს, რომ ადამიანი - ეს არის სული და სხეული, ერთიანი სულიერ-ხორციელი არსება, და განღმრთობა ახასიათებს არა მხოლოდ სულს, არამედ სულსაც და ხორცსაც. განახლებულ ადამიანში ყველაფერი იცვლება, არა მარტო სული, გონება, გრძნობები, არამედ თვით ხორციც.
ქრისტიანობა ქადაგებს საზოგადოდ აღდგომაზე, როგორც ფაქტზე, რომელიც შედეგად მოჰყვა ქრისტეს აღდგომას. შეუძლებელია, არ აღდგეს ყოველი, ვინც ქრისტესია. გავიხსენოთ, როგორ გამომწვევად გაისმა აღდგომის შესახებ პავლე მოციქულის ქადაგება არეოპაგში. ბრძენთა ამა სოფლისათა იგი ზღაპრად, გამონაგონად მიიჩნიეს, მაგრამ ქრისტიანობისთვის ეს ერთ-ერთი უმთავრესი დოგმატია. უწყება აღდგომის შესახებ ორი ათასი წელია მსჭვალავს მთელ ქრისტიანულ ცნობიერებას. უდიდესი წმიდანები, რომელთაც ღვთაებრივ გაცისკროვნებას და გონების გაბრწყინებას მიაღწიეს, დაბეჯითებით და კატეგორიულად ამტკიცებენ ამ ჭეშმარიტებას. ეს უნიკალური რამ არის კაცობრიობის რელიგიური ცნობიერების ისტორიაში.
ქრისტიანობა არის რელიგია, რომელიც ჩვენს გარეშე არ არსებობს და რომელიც არ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც რომელიმე გონებაჭვრეტითი ობიექტი, ვეძებოთ მსგავსებანი და განსხვავებანი მასა და სხვა ობიექტებს შორის. ქრისტიანობა ბუნებით ახასიათებს ადამიანს, მაგრამ ადამიანი ქრისტიანი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა შენიშნავს, რომ ვერ ახერხებს განთავისუფლებას მტანჯველი ვნებებისაგან, ცოდვებისაგან. გახსოვთ, სიტყვები დანტეს „ჯოჯოხეთიდან“? - „შურით იმგვარად ეგზნებოდა ჩემი სისხლი, რომ სხვას კარგად მყოფს თუ ვნახავდი, სიავისაგან გავმწვანდებოდი“. აი, ტანჯვა. ნებისმიერ ვნებას ტანჯვა მოაქვს ადამიანისათვის და მხოლოდ მაშინ, როცა ქრისტიანულ ცხოვრებას შეუდგება, ამჩნევს იგი, თუ რა არის ცოდვა, რა არის ვნება, რა საშინელებაა ეს და უჩნდება მაცხოვარი ღმერთის აუცილებლობის შეგრძნება.
ადამიანის ცნობიერებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლა ძველსა და ახალ კაცს შორის. რომელ უფალს აირჩევს იგი: უფალ ქრისტეს თუ უფალ ანტიქრისტეს? პირველი გვაცხოვნებს და განგვკურნავს, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ღვთის ჭეშმარიტი ძეები გავხდეთ განკაცებულ ძე ღმერთთან ერთობაში. მეორე მზაკვრულად გვთავაზობს ყველა მიწიერ სიკეთეს დროის წამიერ მონაკვეთში. რას აირჩევ, ადამიანო?
ერთი რამ კი ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეს: სულში დაბუდებულ ვნებათა (ე.ი. ტანჯვის) სამყაროსგან ვერ გიხსნის ვარდისფერი სათვალე ან „სიბრძნე“ სირაქლემისა, გარდაუვალი საფრთხის დროს თავს ქვიშაში რომ რგავს; მხოლოდ საკუთარი თავისადმი, ეგრეთ წოდებული საკუთარი ძალებისადმი, გაბედული და პატიოსანი მზერის მიპყრობა და საშინელი სულიერი სიღატაკის შეგრძნება დაგანახებს ჭეშმარიტ ხსნას და ჭეშმარიტ მაცხოვარს - ქრისტეს, რომელზეც დამოკიდებულია მთელი შენი საუკუნო ცხოვრების სიკეთე.

Wednesday, December 15, 2010

შოთა ნიშნიანიძე


შოთა ნიშნიანიძე დაიბადა 1929 წლის 18 მარტს, თბილისში. გაიზარდა პლეხანოვზე. დედა _ ქსენია დარისპანის ასული შალამბერიძე, მამა _ გიორგი ნიშნიანიძე.
ბაბუა _ ბიჭია ნიშნიანიძე ქუთაისში საკმაოდ მდიდარი ვაჭარი ყოფილა. ბებია ფეიქრისშვილის ქალი გახლდათ. სამი შვილი ჰყავდათ: კონსატანტინე, თამარი და გიორგი. კონსტანტინე მაღალჩინოსანი სამხედრო პირი, 1937წ. დახვრიტეს. გიორგიმაც, მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამხედრო სამსახური აირჩია.
შოთას მშობლებმა ერთმანეთი გრიგოლ მამაგეიშვილის ოჯახში გაიცნეს და მალე დაქორწინდნენ. ეს იყო შოთას გამზრდელი დეიდის ოჯახი.
5 წლისა იყო როცა გარდაეცვალა მამა. მოულოდნელად დაქვრივებულ დედას სამი ერთმანეთზე მიყოლებული ბიჭი დარჩა. შოთა, ოთარი და გიორგი. ოთარ ნიშნიანიძე შემდგომში სტომატოლოგი გახლდათ, გიორგი კი – ინგლისურის სპეციალისტი.
ოჯახი ტელმანის (ახლანდელი ცაბაძის) ქუჩაზე ცხოვრობდა ერთ ოთახში. სახლს ეზო არ ჰქონდა და სამი ბავშვის გაზრდა ძალიან ჭირდა. ამიტომ ბინა გადაცვალეს გოგებაშვილის ქუჩაზე, ისევ ერთ ოთახიანში, მაგრამ ეზოიან სახლში. დედას რაიმე პროფესია არ ჰქონდა და ნემსსა და ძაფს მოჰკიდა ხელი. ჩითის უბრალო კაბებს უკერავდა მეზობლებს ძალიან იაფად, ამისთვისაც მადლს წირავდა უფალს, პურის ფულს რომ შოულობდა. მერე და მერე ხელი გაიწაფა, მამაკაცის კიტელების კერვა დაიწყო და ცოტა სული მოითქვეს. შვილების გაზრდასა და საოჯახო საქმეებში უფროსი და ეხმარებოდა. ვერა დეიდას განსაკუთრებით უყვარდა შოთა, რომელისც ასეთივე სიყვარულით პასუხობდა დეიდას.
9 წლის შოთა ვერა დეიდამ იშვილა და თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად ნაკაშიძის ქუჩაზე. დეიდა მამაგეიშვილზე იყო გათხოვილი. მეცხრე კლასამდე ნიშნიანიძე იყო შოთა. მერე კი ბიძამ თავის გვარზე გადაიყვანა. საბუთები მამაგეიშვილზე ჰქონდა, მაგრამ სკოლაში ყველა ნიშნიანიძედ იცნობდა. ლექსებზეც ნიშნიანიძის გვარს აწერდა და ამ გვარით აქვეყნებდა.
ბიძას რომ გული არ დასწყდომოდა სახლის კარზე ორივე გვარი ეწერა ნიშნიანიძე _ მამაგეიშვილი.
მეოთხე კლასამდე ფრიადოსანი იყო შოთა, მერე თანდათან უკლო სწავლას და სიცელქეს უმატა.
შოთა ვაჟთა 37-ე სკოლაში სწავლობდა. ფიზიკურად მეტად ძლიერი იყო და სპორტსაც ეტანებოდა. განათლების სამინისტროს ფეხბურთის გუნდში თამაშობდა ცენტრალურ მცველად. დიდხანს იყო მისი სურათი სკოლის სპორტულ კუთხეში. ერთხანს ჭიდაობაზე დაჰყავდა ბიძას, ფალავნობის დიდ მოტრფიალე შალვა შალამბერიძეს, რომელიც ცას წვდებოდა სიხარულით, დიდ წარმატებებს რომ უწინასწარმეტყველებდნენ შოთას. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს შოთამ მხარი დაიზიანა და საერთოდ ჩამოშორდა სპორტს.
მეთერთმეტე კლასში შოთას უკვე საკმაოდ ჰქონდა დაგროვილი პატარ-პატარა ლირიკული ლექსები. იმ ხანას შოთას დედობილთან ცხოვრობდა მისი მოსკოველი ბიძაშვილი. მან იოსებ ნონეშვილთან წაიყვანა შოთა. ბატონ იოსებს რამდენიმე ლექსი მოსწონებია და “ახალგაზრდა კომუნისტში” გაოუქვეყნებია.
1977 წელს დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჩარიცხვით ადვილად ჩაირიცხა, მაგრამ ასევე გაირიცხა პირველი სემესტრის დამთავრებამდე ლექციების გაცდენის გამო. მოკლედ, მეორედ ჩაირიცხა შოთა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1954 წელს. 1956 წ. შოთა და ნაზი კილასონია გახდნენ ახალგაზრდა ფესტივალის ლაურეატები.
1958 წელს შოთა მწერალთა კავშირმა გორკის ინსტიტუტთან არსებულ უმაღლეს ლიტერატურის კურსებზე მიავლინა, რომელიც დაამთავრა 1960 წელს.  1964 წელს შოთამ დროებით დაიწყო მუშაობა გამომცემლობა “მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1968-74 წლებში იყო გამომცემლობა ,,მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1974-77 წლებში – მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1877-82 წლებში – ალმანახ ,,საუნჯის” მთავარი რედაქტორი, 1981-84 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1984-86 წლებში – ამ კავშირის თავმჯდომარე. სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნალ ,,საუნჯეს”.
შ. ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული ,,მე და შენ”გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა, რომელთაც მკითხველთა ფართო საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოუტანეს.
ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. 1975 წელს გახდა შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაქტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი.
შ. ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

წმინდა მამათა გამონათქვამები


მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური
ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი
გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური
უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც  არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი
როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი
ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)
გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ვინც გამოეყოფა ეკლესიას... ის თვითონ სჯის თავის თავს, სწორედ ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, რომ მათ პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განეშორეო.
წმინდა ირინეოს ლიონელი

ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსი იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ იმ ერთი უსჯულოების, ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა.
ნეტარი ავგუსტინე

ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
წმ. ეფრემ ასური

ეკლესიის გარეთ ცხონება არ არის: ღვთის სახლი ერთია და არავის ძალუძს გადარჩეს სადმე სხვაგან, თუ არა ეკლესიაში... ყოველი, ვინც განეშორება ეკლესიას, უცხო ხდება ეკლესიის აღთქმისთვის. ქრისტეს მშვიდობისა და თანხმობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდეგ მოქმედებს.
წმინდა კვიპრიანე კართაგენელი
სადაც ეკლესიაა, იქ არის სული წმიდაც... ამიტომ, ვისაც მასთან (ეკლესიასთან) წილი არა აქვს, იგი არ საზრდოობს ქრისტეს სხეულიდან მომდინარე უწმინდესი წყაროდან, რომელიც მარადიულ ცხოვრებას გვაზიარებს.
წმინდა ირინეოს ლიონელი
ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.
დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი
ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს.
სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმეს სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.
ნეტარი ავგუსტინე
გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი.
მიტრპოლიტი ფილარეტი
მღვდელბს, განურჩევლად ყველას, პატივი მიაგე, ხოლო კარგების რჩევას მიჰყევი.
წმ. ნილოს სინელი
მონაზვნები არა მხოლოდ ფარნები არიან, ქუჩაში რომ ანათებენ, რათა ხალხმა არ წაიბორძიკოს, არამედ შორ კლდეზე მდგარი შუქურები, რომელთა მეშვეობით გემები გზას პოულობენ აზვირთებულ ზღვაში და ნავსაყუდლამდე აღწევენ.
ბერი პაისი ათონელი

სადაც არ არის მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობა, იქ არც ეკლესიაა. ასევე წარმოუდგენელია ქვეყანა უჯაროდ და სამართლებრივი სახელმწიფო - უპოლიციოდ. ბერები იცავენ ეკლესიის საზღვრებს, იცავენ ეკლესიას მტრებისაგან, მათგან, ვინც, ამ ჩვენი მატერიალიზმის ეპოქაში, მგლებივით მიესივნენ ეკლესიას დასაგლეჯად.
ბერი ამფილოქე

ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო - სინანულის ცრემლები.
ბერი იოილი
როცა აღსარებაზე მიდიხართ, თქვენი ცოდვები უნდა აღიაროთ და არა სხვისი.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს.
აბბა ისაია

სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
წმ. ეფრემ ასური

ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.
წმ. ეფრემ ასური
როცა ლოცვის დროს მოვუხმობთ უფალს, მისი სახელი შემუსრავს ყველა ვნებას, ოღონდ ჩვენ არ ვიცით, ეს როგორ ხდება.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

სხეულს იმდენი საკვები მიაწოდე, რამდენიც სჭირდება და დღეში სამჯერ რომ ჭამო, არ გავნებს.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

მშვინვიერ მარხვაზე ნუ წუხარ, ის არაფერს წარმოადგენს სულიერი მარხვის გარეშე.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

როგორ ვანუგეშოთ მგლოვარენი? – მათთან ერთად ვიტიროთ.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

თუკი სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშინ ემსახურეთ მათ ისე, როგორც თავად ღმერთს, და ნუ მოითხოვთ სიყვარულისთვის სიყვარულს, თავმდაბლობისთვის – შექებას, სამსახურისთვის – მადლიერებას.
ს.ა. ნილუსი

სხვებს ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ.
აბბა ისაია

როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.
წმინდა იოანე ოქროპირი

როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი; ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს იგი.
წმ. ამბროსი მედიოლანელი

ვისაც ეშმაკის ბოროტება ახსოვს, იგი ადამიანთა ბოროტებას არ იხსომებს. მაგრამ ეშმაკთან მშვიდობიანად თანაცხოვრობს ის, ვინც ძმის შეცოდებებს არ ივიწყებს.
წმ. ნილოს სინელი

რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული, ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს.
დედა სინკლიტიკია

ცოდვები შეიძულე და არა ცოდვილი.
პროტოპრესვიტერი პ. სოკოლოვი

განიკითხე მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ შეწყვეტ სხვათა განკითხვას.
ბარსანუფი დიდი

ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცთურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.
წმ. ეფრემ ასური

ვინც შორსაა ბოროტებისაგან, ის ყველაზე ნაკლებად ამჩნევს ბოროტებას.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

თავი დავანებოთ მოყვასის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება გმობის გულისსიტყვებისა, რამეთუ ამ მეორის მიზეზი ის პირველია.
წმინდა იოანე სინელი

როდის დაგვიფარავს უფლის მადლი? მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი ძმების ცოდვების დაფარვას შევეცდებით.
თუ დაფარავ ძმის შეცოდებას და არ გაამჟღავნებ, ღმერთიც დაფარავს შენს შეცოდებას.
ღირსი მამა პიმენი

უგუნურებაა საკუთარი მიცვალებული მიატოვოს კაცმა და წავიდეს სხვისი მკვდრის დასატირებლად. ვინც განიცდის თავისი ცოდვების სიმძიმეს, იგი არ უყურებს თავისი მოყვასის ცოდვებს.
ღირსი მოსე

და მართლა, ვინ იცის სხვისი სინდისი? შენ განიკითხავ მას, ღმერთმა კი უკვე აპატია, ამიტომ ეხლა შენი განიკითხავ უდანაშაულო ადამიანს, ღმერთმა რომ გაამართლა, მომავალ წმინდანს...
მღვდელმთავარი ფილარეტი
სჯობს ისევ ცოდვა სინანულით, ვიდრე სიმართლე თავდაჯერებით.
წმ. იოანე ოქროპირი

ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე.
ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ - შეიძლება, ერთიც გატყუებდეს და მეორეც.
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

თუ ნახე შენ კაცი, რომელიც არავისთან არ თათბირობს ან არ ასრულებს რჩევებს, მაშინ ელოდე, რომ ის მცირე ხანში ხიბლში ჩავარდება.
ღირსი იოსებ ათონელი, +1959

ჯოჯოხეთი გადატენილია ამპარტავანი ქალწულებით, ღმერთს მდაბალი ადამიანი სჭირდება.
ღირსი ტიხონ ათონელი, +1968

ვინც თავის ხილვებზე დამშვიდებულად საუბრობს და ასკვნის, რომ ისინი ღვთისგანაა, უეჭველად სცდება.
ღირსი ათანასე გრიგორიატელი, +1951
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
წმ. იოანე სინელი
მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
წმ. იოანე სინელი

საქართველოს ეკლესია იყო, არის და მუდამ იქნება სული ქართველი ერისა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

... მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

Sunday, December 12, 2010

"Maria Stuart" - Stefan Zveig

"პოლიტიკა ყოველ დროში პარადოქსების მეცნიერება გახლდათ"
"მხოლოდ ტრფობა ჩამოგლეჯს ქალის სულს საფარველს,მხოლოდ სიყვარული და ტანჯვა აქალებს მას"
"ჭეშმარიტ მბრძანებელს ყველაფრის მოთმენა და პატიება შეუძლია,მაგრამ თავის ძალაუფლებაში დაეჭვებისა კი არა"
"ყველაზე საშინელია შუღლი,როცა ერთნაირი ძალისა და მისწრაფების ადამიანები ებრძვიან ერთმანეთს"
"თავდავიწყებით შეყვარებულ ქალს გონივრული განსჯა,რომ მოთხოვო,ეს იმას ნიშნავს მზე ეძებო ბნელ ღამეში"
"..მხოლოდ უსაზღვროდ ამაყი სულის ქალს შეეძლო ასეთი მორჩილება"
"ქალებს,რომ უყვარდე ამისთვის სულაც არ არის საჭირო სილამაზე,ძლიერი ნების მამაკაცის სუნთქვა,ბობოქარი თავისებურება,საოცარი სიმკაცრე,ომისა და გამარჯვების ატმოსფერო აღიზიანებს ქალების გრძნობებს"
"როგორც ყოველ დიდ ხელოვნებას,სიყვარულსაც შესწავლა,გამოცდა და პრაქტიკული შემოწმება სჭირდება"
"სუსტი ადამიანი ადვილად ენდობა და დაიჯერებს,ამპარტავანი ადვილად წარმოიდგენს რომ უყვართ"
"დამნაშავეს ისე არაფერი დაიცავს ეჭვმიტანისგან,როგორც უდანაშაულობის ნიღბის დროულად აფარება"
"რაც უფრო ჩქარა მოდის ქვა,მით უფრო ღრმად ეცემა უფსკრულში"
"როცა კაცი ყველაფერს დაკარგავს,აღარაფერი აქვს დასაკარგი"

Thursday, November 25, 2010

"სამი მეგობარი" – ერიხ მარია რემარკი

"მარტო მოგება კი არა წაგებაც უნდა იცოდეს კაცმა.სხვაგვარად ადამიანი ვერ იცხოვრებდა"
"იცოცხლე ვიდრე ცოცხალი ხარ"
"ეტყობა ადამიანი ისე ეჩვევა მძიმე ჯაფას,რომ თავისუფლების ნატამალიც კი რაღაცნაირად ეხამუშება"
"პრინციპები უნდა დაარღვიოთ,თორემ ვერაფრით გასიამოვნებენ ისინი"
"გაუგზავნეთ ყვავილები წერილების გარეშე,მხოლოდ ყვავილები,ისინი ყველაფერს ფარავენ,საფლავებსაც კი"
"ქალი ლოთონის ნივთი როდია,ის ყვავილია,მას საქმიანობა არ უყვარს,მას ალერსით სავსე საამო სიტყვები ესაჭიროება"
"მხოლოდ ახლა,უკან მომავალს გამახსენდა უამრავი ტკბილი სიტყვა რომელიც მისთვის მინდოდა მეთქვა"
"მარტოობა,ნამდვილი მარტოობა,ყოველგვარი ილუზიის გარეშე,რამდენადმე წინ უსწრებს სიგიჟესა და თვითმკვლელობას"
"არაფერია მამაკაცისთვის ისე სამარცხვინო,როგორც ტაკიმასხარობა"
"ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება!ის განუკურნებელია!"
"ქალთან წაჩხუბება შეუძლებელია,დიდი–დიდი თუ გაბრაზდები"
"გულმავიწყობა,აი რა არის მარადიული სიჭაბუკის იდუმალება"
"დიდი სირცხვილია დედამიწას ტკეპნიდე,მის შესახებ კი არაფერი იცოდე,კიდევ უფრო სამარცხვინოა რომ ჩვენ საერთოდ არვიცით რისთვის ვტკეპნით ამ დედამიწას"
"მამაკაცს სიყვარულისთვის არსებობა არ შეუძლია,მაგრამ სხვა ადამიანისთვის სიცოცხლე კი ძალუძს"
"მთავარია გწამდეთ,მამაზეციერი წყალობას არ მოგვაკლებს,ის ყოველთვის დაგვეხმარება მაშინაც კი როცა ჩვენ მისი დახმარება არ გვესმის"

Tuesday, November 16, 2010

იოსებ ნონეშვილი

                                      

 შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა

შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეს
არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი.
შენ ხატაური აბრეშული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა… ეჰ, რარგიად დაგშვენდებოდა.
შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,
სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,
აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი
და შენს გვიგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ
ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.
შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა.
ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას,
შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს…
დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან,
ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები
და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა,
სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი.
…შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა.

Thursday, November 11, 2010

კონსტანტინე გამსახურდია - "მთვარის მოტაცება"

სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).


ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს... ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.


კეთილო ფრაუ, თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იგივე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანს გვერქვას.


თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ. თქვენი ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ, როგორც ძველი ბერძნები. რაც შეეხება ჩანგალს, მე მანამდის ხელით ვსჭამ, ვიდრე ჩვენსავე ქარხნებში გაკეთებულ ჩანგლებს არ მომიტანენ.


ჩანგლის ხმარებაში, კეთილო ფრაუ, არც ისე დიდი ფილოსოფიაა. ჩვენ ძველ კოლხიდაშიც გვცოდნია ფიწლის ხმარება. ვინც ამას მიხვდა: ხელით მობოჭვას თივისას, ფიწლით აღება რომ სჯობია, საჭირო რომ ყოფილიყო, უთუოდ იმასაც მიხვდებოდა, ხელით ჭამას, ჩანგლით ჭამა რომ სჯობია.


რუხის ციხესთან ომი ყოფილა ოდესღაც. გაღმა ქართველები მდგარან, გამოღმა აფხაზები და თათრები. დიდხანს უტრიალეს თურმე ქართველებმა რუხის ციხეს. მერმე ფალავნურ ბრძოლაზე გადასულან. ქართველებს ვინმე ჩოლოყაშვილი გამოუშვიათ, აფხაზებს ვიღაც ემხვარი. ჩოლოყაშვილი ჭაღარა კაცი ყოფილა, ემხვარი უწვერული ჭაბუკი. და სწორედ იქ, სადაც ჩვენი ბორანია, შეხვდნენ ერთმანეთს თურმე ჩოლოყაშვილი და ემხვარი.
ემხვარი ეკვეთა პირველი და ხმლის ამოღება მოასწრო.
„რას უცდი, ჭაბუკო?“ - შესძახა ჩოლოყაშვილმა.
„უფროსისგან პირველ მოქნევას ველიო“.
გადახვევიან ურთიერთს და იმ დღიდან დამეგობრებულან.


ეს უსტილო, უწარსულო ქვეყანა, ენააღრეული ბაბილონი, თავის მრავალსართულიან ქორედზე წამოყუნცული, ამაყად გადმოსცქერის ყველას, ვისაც უოლ სტრიტი და ბრუკლინის ხიდი არ უნახავს.


ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ჰყივიან.


ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი.


თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.


როგორც სჩანს, თქვენ (ქართველები) დიდი ჰუმანური კულტურის მატარებელი ხალხის შვილები ხართ და ჯერ არ შერყვნილხართ იმ ქაღალდის ცივილიზაციისაგან, რომელმაც ევროპა მიიყვანა ამ გრანდიოზულ კატასტროფამდის.

Tuesday, October 12, 2010

ფრანსუა რაბლე -"ამბავი საზარელი ცხოვრებისა პანტაგრუელისა მამის დიდი გარგანტუასი"

ზოგ-ზოგსა კაცსა სამოსელი ბერისა შეუმოსავს, ბერობისა კი არა სცხია რა.


“ტვინი უებარი რამ საზრდელია ბუნებისაგან ბოძებული” – გალენი


ზოგ-ზოგსა ნაუბარსა მალიმალ გამეორება ფრიად სასიამოვნოსა ხდის.


უგუნურთა პირთა უდევთ კვალად ლაგამი.


ნეტავ მაცოდინა რა უფრო ადრეა გაჩენილი: მწყურვალება თუ სამწყურვალო?


სიფხიზლე უჭკუობაა, სიცოცხლე ღვინოშია.


ვინცა ცოტა სვა ისიც მოკვდა.


რაღა სათითითა სმევა და რაღა ბეღურის ზიარება.


რა განასხვავებს ლამაზმანისგან ბოთლსა? სხვაობა დიდია - ერთნაერად ვერ დაუცობ.


ბუნება ვერ იტანს სიცარიელესა.


სორბონელნი პირდაპირ აცხადებენ, რწმენა უჩინო საგანთა გამჟღავნებააო. 


სიყვარული არა ეძიებს სარგებელსა.


ჩემი უწმინდესობა, შენსა უწმინდურობასა ვერარას უშველის.


სწავლასა დიდი თავი უნდაო, სწორედ უთქვამთ პატარათავიან ხალხსა.


საქმე ჩქარად რბენა როდია, საქმე ის არის, დროით გამოიქცეო.


სწავლაც უქმია და რჩევაც ფუჭი, თუ რომ დროითი არ შეესხმით ხორცი და ფარსაგად არ მოიხმარ.


რაც რამ უზენაესსა წერტილსა აღწევს, უცილოდ ძირსა ეცემა, ვინათგან ამა მდგომარეობაში გრძელჟამიერად ვერა მყოფს.


საცა უფალი შიმშილია, იქა ყოფნა სიკვდილია.


“დინჯად იჩქარე” – ოქტავიანე ავგუსტუსი.


ბედსა თუ გაუდიდგულდი, ზურგისა შექცევა იცისო.


იღბალს თმა შუბლზედ ასხია, წამიერ თუ არ წასწვდი, ხელითგან წასულს ვეღარას უზამ – უკნითა ქაჩალია, პირით კი არღა მოგიბრუნდება.


სხვასა არას ვინატრებდი, ოღონდ ერთი იესო ქრისტეს ჟამსა მეცხოვრა, ღვთისა სახელს შემოვევლე, და, რა თითსაც დააკარებდნენ ისრაელნი გეთსიმანიისა მტილსა შინა, იმასაც ვნახავდი.


“ეშმაკთაც გაუმარჯოთ, სანამ პირში სული უდგიათ” – ძმა ჟანი.


კაცი კი არა ჟამნისთვისაო, ჟამნი კაცისთვინაო.


“სახელმწიფონი მხოლოდ მაშინ იქნებიან ბედნიერნი, ოდეს მეფენი ფილოსოფოსნი გახდებიან, ან ფილოსოფოსნი მეფენი” – პლატონი.