Wednesday, June 23, 2010

აღსარების საიდუმლოს შესახებ

აღსარების საიდუმლოს შესახებ
აღსარების საიდუმლოს საფუძველია მაცხოვრის მოწოდება: |შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა” (მთ. 4, 17).
ცეცხლოვანი მახვილით სამოთხის კართან მდგარი ქერუბიმის მსგავსად (დაბ. 3, 24), მოძღვარი მოუნანიებელ ცოდვილებს სასუფეველში შესვლას უკრძალავს, ხოლო მონანულთათვის კი შუამდგომელია უფალთან მათთვის ცოდვათა მისატევებლად.
აღსარების საიდუმლოს აღსასრულებლად უფალი თანდათანობით ამზადებდა თავის მოწაფეებს. იესო ქრისტე ქვეყნად ცოდვილთა გამოსახსნელად მოვიდა. იგი თავად ამბობს: …არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.” (მთ. 9, 13), რამეთუ …აღსრულებულ არს ჟამი და მოახლოებულ არს სასუფეველი ღმრთისაი. შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაი.” (მარკ. 1, 15). ხოლო მონანულთა მიმართ კი – .მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი,”- ამბობს იგი და თავისი ღვთაებრივი ძალმოსილებით შეუნდობს ცოდვებს (ლკ. 7, 48).
მოგვიანებით, ძე ღვთისა რწმენაში განმტკიცებულ მოციქულებს საკრალურ მისიას აკისრებს; წმიდა პეტრე მოციქულს კი ეუბნება: |და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა.” (მთ. 16, 19).
პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ აღსარების ორი ფორმა: საჯარო და საიდუმლო. საჯარო აღსარებებს ქრისტიანები რაიმე მძიმე ცოდვის ჩადენისას წარმოთქვამდნენ ეპისკოპოსის, მღვდლისა და მთელი ქრისტიანული თემის წინაშე. მოციქულთა ხანიდან ცნობილია საჯარო აღსარების შემთხვევა ერთი კორინთელი ცოდვილისა, რომელიც მოციქულმა პავლემ ქრისტიანული თემიდან განკვეთა, რადგან …არა უწყითა, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის?” (1 კორ. 5, 6). მაგრამ სრული აღსარების შემდეგ პავლე მოციქულმა მას შეუნდო და თემს მიმართა: კმა არს ეგევითარისა მის შერისხვაი ესე მრავალთაი… ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. ამისთვის გლოცავთ თქუენ, განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული” (2 კორ. 2, 6-8). საჯარო აღსარების შემდეგ მათ ეპიტიმიებიც ედებოდათ.
როგორც განსაკუთრებული წესი, საჯარო აღსარება III საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. მისი ჩამოყალიბების ისტორიული საფუძველი იყო ქრისტიანთა დევნა იმპერატორ დეკიუსის დროს (249-251). ხოლო, რაც შეეხება აღსარების საიდუმლო ფორმასაც, – ინდივიდუალური აღსარებები ეკლესიის ისტორიის მანძილზე ყოველთვის არსებობდა.
IV საუკუნის ლიტურგიკულ ძეგლში |მოციქულთა განწესებანი” შემორჩენილია ლოცვის ნიმუში მონანულზე. რომაელი ქრისტიანი ერმი საუკუნის დასასრულს თავის წიგნში მწყემსი” აღწერს მონანულთა სხვადასხვა მდგომარეობას: ფარისევლებს, მცირედმორწმუნეთ, განმკითხველთ, პატივმოყვარეთ, დიდებისმოყვარეთ და ამპარტავნებს. ერმი ამბობს, რომ მონანულმა უნდა განიწმიდოს სული და დაითმინოს მრავალი განსაცდელი”.
წმიდა ირინეოს ლიონელისთვის სახვევებით შეკრული მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე არის სახე ცოდვით შეკრული ადამიანისა. და როდესაც უფალი თავის მოწაფეებს მიმართავს: ლაზარეს სახვევები შეხსენითო, – ამაში წმიდა მღვდელმთავარი სულიერად მკვდარი ადამიანების აღსადგენად ქრისტეს მოციქულთა მემკვიდრეების ანუ მღვდელმსახურთა მიერ აღსარების საიდუმლოს შესრულებას ხედავს.
IV-V საუკუნეებიდან საეკლესიო პრაქტიკაში დამკვიდრდა წესი, რომლის თანახმადაც საჯარო აღსარების გარეშეც მოძღვარს უმძიმესი ცოდვების შენდობა შეუძლია.
წმიდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ადამიანები ეკლესიის მოძღვრებს გაანდობენ უმძიმეს ცოდვებს, რამეთუ ამ უკანასკნელთ ღვთის საიდუმლოთა აღსრულება აქვთ მინდობილი.” და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა.” (მთ. 16, 19)

Tuesday, June 22, 2010

ერნესტ ჰემინგუეი - ”მოხუცი და ზღვა”

აფრას ბევრგან ჰქონდა დაკერებული ფქვილის ტომრის ნაჭრები და როცა დაახვევდნენ, იგი კაცს სამუდამოდ დამარცხებული ჯარის დროშას აგონებდა.                                                                                                                              ეს იარები ძველი იყო, როგორც დიდი ხნის უწყლო უდაბნოს დახეთქილი მიწა.                                                                
მოხუცი ერთობ გულმართალი იყო და არ დაფიქრებულა იმაზე, როდის გახდა მოკრძალებული. მაგრამ იცოდა, რომ მოკრძალებას მისთვის არც სირცხვილი უჭმევია, არც ადამიანური ღირსება შეულახავს.

უწინ კედელზე მისი ცოლის ფერადი ფოტოგრაფიული სურათიც ეკიდა, მაგრამ შემდეგ მოხუცმა სურათი შეინახა, რადგან მისი ყურება სევდას ჰგვრიდა. ახლა ფოტოსურათი თაროზე იდო, კუთხეში, სუფთა პერანგის ქვეშ.

_ შეიძლება წავიღო სასროლი ბადე?
_ რასაკვირველია!
სინამდვილეში ბადე სადღა იყო; ბიჭს მშვენივრად ახსოვდა, როდის გაყიდეს იგი. მაგრამ ორივეს ისე ეჭირა თავი, თითქოს მოხუცს ბადე ისევ ჰქონდა. არც ერთი ჯამი ყვითელი ბრინჯი და თევზი ჰქონია, _ ბიჭმა ესეც იცოდა.

ვცდილობ, ვალი არ ავიღო. სესხებიდან მათხოვრობამდე მოკლე მანძილია.

მოხუცმა თვალები გაახილა და რამდენიმე წამს თითქოს სადღაც ძალიან შორიდან ბრუნდებოდა. 
_ დიდი მწვრთნელი იყო, _ თქვა ბიჭმა, _ მამაჩემისაგან გამიგონია, ყველა მწვრთნელს სჯობდა ქვეყანაზეო.
_ ეს იმიტომ, რომ სხვებზე ხშირად იმას ხედავდა, _ თქვა მოხუცმა. _ დიუროშეს რომ ევლო ჩვენთან ყოველ წელიწადს, მამაშენი იმას ჩათვლიდა ყველაზე დიდ მწვრთნელად ქვეყანაზე.

_ იქნებ ძალა იმდენი აღარ მომდევდეს, რამდენიც გული მერჩის, _ თქვა მოხუცმა. 
რატომ იღვიძებენ ბებრები ასე ადრე? ნუთუ იმიტომ, რომ თუნდაც ეს დღე გაიხანგრძლივონ?

მოხუცი ფიქრობდა: «ჩიტებს ჩვენზე უფრო უჭირთ ცხოვრება, თუ ორბებსა და დიდ, ძლიერ ფრინველებს არ ჩავაგდებთ სათვალავში. 
ზოგჯერ ზღვით მოხიბლული ადამიანებიც ამბობენ ცუდ რამეს ზღვაზე, მაგრამ მას ყოველთვის იხსენიებენ, როგორ, ქალს. 
მოხუცი კი მუდამ ფიქრობდა ზღვაზე, როგორც ქალზე, რომელიც ან დიდად გწყალობს, ან უარს გეუბნება. ხოლო თუ ზოგჯერ ბოროტად ან უკეთურად იქცევა, _ რა ვუყოთ, ასეთია მისი ბუნება. «მთვარე ისე აღელვებს ზღვას, როგორც ქალს», _ ფიქრობდა მოხუცი.

«მე ხომ ჩემს ანკესებს ყოველთვის კარგად ვუშვებ წყალში. _ გაიფიქრა მოხუცმა, _ ეს არის, რომ ბედი არა მწყალობს. თუმცა ვინ იცის? იქნებ დღეს ბედმა გამიღიმოს. ყოველი დღე ერთმანეთს ხომ არ ჰგავს. ცხადია, კარგია, როდესაც კაცს ბედი სწყალობს. მაგრამ მე მაინც მირჩევნია, ჩემს საქმეს მარჯვედ ვაკეთებდე, ხოლო როდესაც ბედი გამიღიმებს და ბედნიერება მეწვევა, მზად შევხვდები მას».

ადამიანთა უმეტესობა უგულოდ ეპყრობა კუს, იმიტომ, რომ კუს გული დიდხანს ძგერს იმის შემდეგაც, როდესაც მოკლავენ და ნაჭრებად დაკეპავენ ხოლმე. «მაგრამ მეც ხომ ასეთი გული მაქვს, _ ფიქრობდა მოხუცი, _ ჩემი ხელები და ფეხები კი ძალიან ჰგავს მათ კიდურებს». 

მოხუცი უკვე ვეღარ იხსენებდა, როდის დაიწყო პირველად თავის თავთან ხმამაღლა საუბარი. 

«ახლა ბეისბოლზე ფიქრის დრო არ არის, _ უთხრა თავის თავს მოხუცმა. _ ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრის დროა, სახელდობრ, იმაზე, რისთვისაც ვარ გაჩენილი.
შესაძლოა, სადმე, თევზების ამ გუნდის გვერდით ცურავს ჩემი დიდი თევზიც.

«სიბერეში ადამიანი მარტო არ უნდა რჩებოდეს, _ ფიქრობდა მოხუცი, _ მაგრამ ამას ვერ გაექცევი. 

«მისი ხვედრი იყო ოკეანის ბნელ სიღრმეში ყოფნა, შორს ყოველგვარი მახეების, სატყუარებისა და ადამიანთა ვერაგობისაგან. ჩემი ხვედრი კი ის იყო, რომ მარტო წავსულიყავი დასაჭერად და მეპოვა იქ, სადც ჯერ არცერთ ადამიანს არ გაუჭაჭანებია, არც ერთ ადამიანს დედამიწის ზურგზე. ახლა შუადღის აქეთ გადაბმული ვართ ერთმანეთზე და არავინ არის არც ჩემი, არც მისი მშველელი».


_ კარგად დაისვენე, ჩიორა, _ თქვა მოხუცმა. _ მერე გაფრინდი ნაპირისაკენ და იბრძოლე, როგორც იბრძვის ყოველი კაცი, ფრინველი თუ თევზი.

მოხუცი მიხვდა, რომ ზღვაზე ადამიანი არასდროს არ არის მარტო.

მადლობა ღმერთს, თევზები ისე ჭკვიანები არ არიან, როგორც ადამიანები, რომლებიც მათ კლავენ; თუმცა თევზებს ბევრად მეტი ძალა და კეთილშობილება აქვთ».

ვიქნები. ნეტავ, თევზი ვყოფილიყავ და ყველაფერი მქონოდა, რაც მას აქვს, და არა მარტო ნებისყოფა და გონება».
_ ღმერთი არ მწამს, _ თქვა მან, _ მაგრამ ათჯერ ვიტყვი «მამაო ჩვენოს» და ამდენჯერვე ვიტყვი «ღვთისმშობელო ქალწულოს», ოღონდაც ეს თევზი დავიჭირო. აღთქმას დავდებ, რომ სალოცავად წავალ კობრენის ღვთისმშობელთან, თუ ამ თევზს მართლაც დავიჭერ. სიტყას ვიძლევი.

_ ბიჭს ხომ ვუთხარი, სულ სხვა ბერიკაცი ვარ-მეთქი, - თქვა მან. _ ახლა დადგა დრო, რომ ეს დავამტკიცო.

მოხუცმა ეს ათასჯერ დაამტკიცა, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ახლა ხელახლა უნდა დაემტკიცებინა. ანგარიში ყოველთვის თავიდან იწყებოდა; ამიტომ, როდესაც რამეს აკეთებდა, მოხუცი არასდროს არ იგონებდა წარსულ ნამოქმედარს.

ყველა სწრაფმავალ თევზს, ბნელ სიღრმეში რომ დაცურავს, რატომ აქვს იისფერი ზურგი, ხშირად კი იისფერი ზოლებიცა და ლაქებიც? მხოლოდ სკუმბრია მოჩანს მწვანედ, რადგან ნამდვილად ოქროსფერია. მაგრამ როდესაც სკუმბრია ძალიან მშიერია და საჭმელს დაეძებს, გვერდებზე, მარლინის მსგავსად, იისფერი ზოლები უჩნდება ხოლმე. ნუთუ ეს ბოღმისაგან ემართება? თუ იმისგან, რომ ამ დროს ჩვეულებრივზე სწრაფად დაცურავს!»

რა კარგია, რომ ვარსკვლავების მოკვლა არა გვჭირდება!
«აბა, წარმოიდგინე: კაცი ყოველდღე ცდილობდეს მთვარის მოკვლას! მთვარე კი გაურბოდეს მას. ანდა, რა იქნებოდა, რომ კაცი ყოველდღე მზეს დასდევდეს მოსაკლავად? არა, რაც გინდათ, თქვით, ჩვენ - ადამიანებს _ მაინც იღბალი გვაქვს», _ გაიფიქრა მან.

«მე ბევრი არაფერი მესმის, _ გაიფიქრა მან, _ მაგრამ, რა კარგია, რომ მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს არ დავსდევთ მოსაკლავად! ისიც კმარა, რომ საჭმელს ვტაცებთ ზღვას და ჩვენსავე ძმებს ვკლავთ.

«ახლა გონება ნათელი მაქვს, _ გაიფიქრა მან, _ ძალიან ნათელიც. ისეთივე ნათელი, როგორიც ჩემი ძმები _ ვარსკვლავებია, მაგრამ, სულ ერთია, უნდა წავიძინო. ვარსკვლავებსაც სძინავთ, მთვარესაც სძინავს, მზესაც სძინავს, თვით
ოკეანეც იძინებს ზოგჯერ, იმ დღეებში, როდესაც დინება არ არის და სრული სიწყნარე სუფევს».

«დაბადებიდანვე რატომ არ გამომყვა ორი კარგი ხელი? _ ფიქრობდა მოხუცი. _ შესაძლოა, დამნაშავე ვარ, რომ მარცხენა ხელს თავის დროზე არ ვასწავლე მუშაობა, როგორც საჭირო იყო. მაგრამ, ღმერთი მოწმეა, თვითონაც მშვენივრად შეეძლო ესწავლა! კაცმა რომ თქვას, ღამით ამ ხელს არცთუ ისე უღალატია; კრუნჩხვა მხოლოდ ერთხელ მოუვიდა, კრუნჩხვა თუ განმეორდება, მაშინ ისა სჯობს, სულ წამაცალოს ეს ხელი თოკმა».

_ აბა, თავო, გონს მოდი! _ თქვა ისე ჩუმად, რომ ძლივს გაიგონა საკუთარი ხმა.

_ მაგრამ ადამიანი დამარცხებისათვის არ არის გაჩენილი, _ თქვა მან, _ ადამიანი შეიძლება მოსპოთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია.

_ არ არის საჭირო ფიქრი, ბერიკაცო, _ თქვა მან ხმამაღლა. _ მიჰყვევი ქარს და დახვდი უბედურებას, როცა კარზე მოგადგება.
არ არის საჭირო ვიფიქრო ცოდვასა და უცოდველობაზე. ახლა ამაზე ფიქრი უკვე გვიანაა, თანაც ცოდვების საქმე დაე, მათ არკვიონ, ვისაც ამისათვის ფულს აძლევენ. დაე, მათ იფიქრონ იმაზე, თუ რა არის ცოდვა. შენ კი მეთევზედ დაიბადე, როგორც თევზი დაიბადა თევზად. 

«ბევრი რამ უნდა წამოგეღო, ბერიკაცო, _ გაიფიქრა მან, _ მაგრამ არ წამოიღე. ახლა გვიანღაა იმაზე ფიქრი, რაც არა გაქვს. იფიქრე, რაც გაქვს, როგორ გამოიყენო».

ლოგინში ჩაწოლა _ დიდი საქმეა. გულზეც როგორ მოგეშვება, როცა დამარცხებული ხარ! 
მოხუცმა იგრძნო, რა სასიამოვნოა, როცა გარდა საკუთარი თავისა და ზღვისა, არის კიდევ ვინმე, ვისაც შეგიძლია გაესაუბრო.

წმიდა ზიარების შესახებ


წმიდა დიმიტრი როსტოველი ამბობს:
- ცეცხლში რკინის დნობისას, როგორც რკინა უერთდება ცეცხლს, ასევე წმიდა ზიარებისას ადამიანის სხეულს უერთდება ქრისტეს სხეული და სული და სული და სხეულიც იღებს იმ ბრწყინვალებას, რაც თვითონ ქრისტეს წმიდა ნაწილებს გააჩნია.
ადამიანი ხომ ვერ უსწორებს მზეს თვალს! ასევე ავი სულებიც ვერ უსწორებენ თვალს იმ ადამიანს, რომელმაც ღირსეულად მიიღო ქრისტეს სისხლი და ხორცი. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: წმ. ზიარების დღეს გარდაცვლილი ადამიანი აღარ გაივლის სამსჯავროს სასზღვრებს და მისი სული ანგელოზებს პირდაპირ სამოთხეში მიჰყავთ. ეს ხდება იმიტომ კი არა რომ იგი საერთოდ უცოდველია, არამედ იმის გამო, რომ მან იმ დღეს მიიღო წმიდა ნაწილები.
მაგრამ თუ გრძნობ, რომ აღსარებაზე ბოლომდე გულახდილი არ იყავი და შენს სინდისზე, კიდევ რაგაც ცოდვებია, მაშინ არ ეზიარო, რადგან ამით კიდევ უფრო დიდ სასიკვდილო ცოდვაში ჩავარდები. ზიარების წინ უნდა შეეცადო უფალს თხოვო შენდობა იმ ცოდვებისათვის, რაც ჩაგიდენია. მოძღვრისაგან აუცილებელია ზიარების ნებართვა. ჩვენ უნდა ვიყოთ ტაძარი ღვთისა, ვიაროთ ეკლესიაში ყოველ შაბათ-კვირას, ყველა დღესასწაულზე. უბედურია ის კაცი, რომელიც გამოტოვებს თუნდაც ერთი კვირის საღმრთო ლიტურგიას, რადგან მან უნდა იცოდეს, რომ ეს დღე არასოდეს არ დაბრუნდება. მოციქულთა წესდებაში ნათქვამია: ვინც არ დაესწრება საღვთო ლიტურგიას ზედიზედ სამი კვირის განვალობაში გაუმართლებელი მიზეზის გამო, იგი წმიდა სულის მიერ იდევნება ეკლესიისაგან. ძალიან ცდებიან ისინი, ვინც ეკლესიაში სიარულს მეორე ხარისხოვნად მიიჩნევენ. სწორედ ეკლესიაა დასაწყისი და დასასრული ჩვენი ცხოვრებისა დედამიწაზე, მისი გაგრძელება კო ზეცაშია.

Monday, June 21, 2010

მარხვა


მარხვა ეს არის თავშეკავება, ნებაყოფლობითი უარის თქმა განსაზღვრულ საკვებზე, გართობაზე - ესაა სამადლობელი მსხვერპლი, რომელსაც უფალს შევსწირავთ იმ დიდი გამომსყიდველი მსხვერპლის სანაცვლოდ, რომელიც იესო ქრისტემ ჩვენი ხსნისთვის გაიღო.
გაიხსენეთ, რა მდგომარეობაშია სული უხვი და ნოყიერი კვების შემდეგ, როდესაც მთელ სხეულს სიზარმაცე და მოთენთილობა მოიცავს, თავი მძიმდება, გონება იბინდება, როდესაც სულში ცხოველური ვნებების ინსტიქტი იღვიძებს, სადღაა იმის შესაძლებლობა, რომ ღმერთზე იფიქროთ, ცოდვები მოინანიოთ ან ილოცოთ?! მოყირჭებული ხორცი ადამიანის სრული ბატონ-პატრონი ხდება და კარს უღებს უწმინდურ ვნებათა მთელ სიმრავლეს. მარხვა - ესაა ჩვენზე გაბატონებული ხორცის შემმუსვრელი იარაღი, ეს ღმერთის მიერ მომადლებული შესაძლებლობაა, რომ ადამიანის სულიერი სამყარო ხორცის შეზღუდვის გზით გათავისუფლდეს. მარხვაზე, როგორც სულის ხსნის ერთ-ერთ საშუალებაზე წმიდა წერილიც მოწმობს. ქალაქ ნინევიაში გამეფებული ცოდვების გამო უფალმა ამ ქალაქის განადგურება გადაწყვიტა, როგორც ეს უყო სოდომსა და გომორს. უფალმა ნინევიაში ცნობილი წინასწარმეტყველი იონა გააგზავნა, რათა ნინევიელებისათვის თავისი გადაწყვეტილება ეცნობებინა. მაშინ ნინევიის მეფე: ...ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა. გამოაცხადებინა ნინევიაში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა... არ ჭამოს... არც წყალი დალიოს... მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე... ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ! შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო. (იონ. 3. 6-10)
ამ მაგალითით ვხედავთ, რომ მარხვა, როგორც ცოდვების მონანიების და შემუსვრის საშუალება, ჩვენზე მოწევნულ ღმრთის რისხვას აგვარიდებს. მაგრამ ის მხოლოდ ამისთვის არ არსებობს. აი, რას ამბობს მის შესახებ წმ. იოანე კიბიაღმწერელი: „მარხვა ბუნებაზე ძალდატანებაა, უარყოფა ყველაფრისა, რაც გემოს ატკბობს; ის სხეულის მხურვალებას აცხრობს, ცბიერ ზრახვებს ამარცხებს, ბილწი სიზმრებისგან გვიხსნის, ის ლოცვის სიწმინდეა, სულის სინათლე, გონების დაცვა, გულის უგრძნობელობის შემუსვრა, ლმობიერების კარი, სიმდაბლის სულთქმა, სიხარულის მომნიჭებელი შემუსვრილება, მრავალსიტყვაობისაგან კრძალვა, უვნებლობის მიზეზი, მორჩილების დარაჯი, აღმამსუბუქებელი ძილისა, სიჯანსაღე სხეულისა, ცოდვათაგან დახსნა, ბჭე სამოთხისა და ზეციური ნეტარება“ (კიბე, სიტყვა 14, სტ. 13)
ერთი სიტყვით, მარხვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა სულის გადარჩენისათვის. ამასთან, მისი არსი მხოლოდ განსაზღვრული საკვებისაგან თავის შეკავებაში როდი მდგომარეობს. თუ ხორცს არ ჭამთ, მაგრამ საათობით ტელევიზორთან ხართ მიჭაჯვული და სხვადასხვა გასართობ ადგილებში დადიხართ, ეს მარხვა როდია.
თუ თქვენ მსუყე საჭმლისაგან და გართობისაგან თავს იკავებთ, მაგრამ სხვებს მათი დაუდევარი ცხოვრებისათვის განსჯით, ეს მით უმეტეს ვერ იქნება მარხვა.
მარხვა - ესაა თავშეკავება ყველაფერი იმისგან, რაც შეიძლება ღმერთსა და თქვენს შორის ჩადგეს. მარხვის დროს ქრისტიანები ინტიმური ცოლ-ქმრული ურთიერთობისაგანაც კი იკავებენ თავს, მარხვა - ეს საკუთარ თავში ჩაღრმავება და იქ უფალთან პირისპირ ყოფნაა, ეს თვითანალიზის დროა, საკუთარი ცხოვრების ყურადღებით გადახედვა, მეტ-ნაკლებად აქტიური სულიერი ღვაწლის პერიოდი, რაც ნაკლოვანებათა გამოსწორებას, ვნებათა აღმოფხვრას, სხეულისა და სულის განწმენდას ემსახურება.
მარხვისას ადამიანმა უმეტესი დრო ეკლესიაში ყოფნას, საშინაო ლოცვას, მოყვასის დახმარებასა და მოწყალების საქმეს უნდა დაუთმოს.
წმიდა მამები მარხვასა და ლოცვას უწოდებენ ორ ფრთას, რომლითაც ქრისტიანის სული ცად მაღლდება.
ეკლესიის მიერ მარხვის მთელის სისტემაა დადგენილი, რომლის დაცვისას ქრისტიანი ახერხებს, რომ სულიერი ღვაწლი წარმატებით აღასრულოს და სულიწმიდის მადლი მოიხვეჭოს.
ზოგი შიშობს, რომ თუ ხორცს არ შეჭამს, დაუძლურდება და შრომას ვეღარ შესძლებს. მათ შევახსენებთ, რომ ქვეყნად ყველაზე დიდ და ძლიერი ცხოველები: სპილო, ხარი და კამეჩი ბალახით იკვებებიან. ასევე ადამიანიც მარხვის დროს არა მხოლოდ ფიზიკურ ძალებს და შრომისუნარიანობას არ კარგავს, არამედ მომეტებული ცილისა და ცხიმებისაგან ორგანიზმის განწმენდის ხარჯზე სხეულში სიმსუბუქეს განიცდის, მისი გონებრივი და ფიზიკური აქტივობა შესამჩნევად უმჯობესდება.
უფალს ადამიანისთვის ისეთი მცნება არ დაუდია, რომელიც მისთვის სიკეთის მომტანი არ იქნებოდა. ჩვენს დროში ექიმები აღნიშნავენ, რომ მარხვა ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, ზოგიერთი კი, მარხვის სისტემას კვების რეჟიმის ოპტიმალურ სახედ მიიჩნევს. ორსულების, მოხუცებისა და ავადმყოფებისათვის საეკლესიო წესის მიხედვით, მარხვა რამდენადმე მსუბუქდება.

Friday, June 4, 2010

ოთარ ჭილაძე–"რკინის თეატრი"

"ძველზე გული სწყდებოდა,რადგან შესჩვეოდა,ახლისა კი ეშინოდა რადგან ახალი ბევრ რამეს გადააჩვევდა"
"სიცოცხლე თავისთავად უკვე დიდი მადლია და ერთნაირად ძვირფასია–ბედნიერებით გაგაუბედურებს თუ უბედურებით გაზიარებს ბედნიერებას"
"ადამიანს იმდენად ეშინია ბოროტებისა განუსჯელად დაექვემდებარება ხოლმე,როცა სიკეტეს ათასჯერ ასწონის,გაზომავს ,გემოსაც გაუსინჯავს ხომ ნამდვილად სიკეთეაო"
"სახლი უკანასკნელი გოდოლია,უკანასკნელი მიჯნაა ყოფნა–არყოფნას შორის და ყველაფერს,რომ თავი გავანებოთ თუნდაც მარტო ამის შეგრძნება და ცხოველური ჟინი სიცოცხლისა,გადარჩენისა ყვადაღებუკ ლაჩარსაც გმირად შეიქმს ხოლმე,მით უფრო,როცა ის სახლი ნამდვილად შენია,მამისეული,გაჩენის დღიდან შეშისხლხორცებული,ურომლისოდაც რაც არ უნდა ძნელი დასათმობი იყოს,მართლაც რომ კაპიკის ფასიც აღარა აქვს სიცოცხლეს"
"ტკბობა–თავის მხრივ,არა მარტო ძალასა და ხალისს გიბრუნებს ,არამედ ერთხელ კიდევ გარწმუნებს,რომ იმისთვის რაც წლების მანძილზე,წვეთწვეთობით,ნამცეც–ნამცეც მოაგროვე,შეაკოწიწე,შეჰქმენი–ნამდვილად ღირდა წვალებად"
"იმისი ოჯახი კი,სრულიად საქართველო გახლდათ,დიახ,სრულიად საქართველო,და არა რომელიმე სახლი თბილისში,ყვარელსა თუ საგურამოში.გარდა ამისა რაც არ უნდა არეული ყოფილიყო მისი ქვეყანა,ვერაფრით ვერ იფიქრებდა,ისე თუ გადასცდებოდა ჭკუიდან,იგი საკუთარ მამაზეც აღმართავდა ხელს"
"სხვა თუ არაფერი ილიას შემდეგ სიკვდილსაც დაკარგული ქონდ აფასი"
"ეს უფრო ადამიანური ვალის მოხდა იყო და არა ცოდვის ტირილი"
"მეორე კაცისთვის სწორედ ისაა ყველაზე ძნელი ასატანი,და იმავე დროს ადვილი მოსასპობი,რაც შენთვის უხვად მოუცია ღმერთს"
"სიცოცხლეს კი არ უნდა მოეკვლევინო,თავად უნდა მოკლა ის,თანდათანობით,ნაწილ–ნაწილ,ნამცეც–ნამცეც,თუკი მართლა გინდა რომ გაძლო,გადარჩე,გააღწიო ამ ჯოჯოხეთიდან"
"თავისუფლება ლამაზი ქალივითაა,შენთანაა–ვერ აფასებ,სხვასთანაა და გშურსო"
"ქალები გათხოვებამდე არასოდეს ფიქრობენ იმაზე,რაზედაც ლაპარაკობენ,ხოლო გათხოვების შემდეგ არასდროს არ ამბობენ იმას რასაც ფიქრობენ"
"ყველა დროისა და ყველა ჯურის ადამიანი იმისთვის იღვწოდა და იმისთვის იღვწის ახლაც,რომ მეტი ჰქონდეს,ვიდრე დღესა აქვს"
"წარსული ყოფილი მომავალია,ხოლო მომავალი–პოტენციური წარსული"
"შენთვის ძვირფასი ნივთი,შეიძლება სხვისთვის კაპიკიც არ ღირდეს,ხოლო შენთვის ძვირი ნივთი,ყველასათვის ძვირია"
"სიყვარული კი–ვერაგი,გულღრძო,სისხლისმელი სიყვარული,სრულებითაც არარის საკმარისი ერთად ცხოვრებისათვის,პირიქითსიყვარული ყველაზე დიდი ჯებირია ორ სულელს შორის,რომელთაც ერთად ცხოვრება განუზრახავთ სიყვარულის ანაბარა"
"ღმერთი ალბათ ისაა რაც გიზიდავს,გიყვარს,სიკეთის ჩადენის სურვილს გიჩენს,სამართლიანობის გრძნობას გიღვიძებს,რაც აუცილებელია და არა სასურველი,როგორც სიმძიმე,რომელიც კი არ ძირავს,წყალზე აჩერებს გემს,თუკი ზუსტად ძეესაბამება გემის მოცულობას,როცა მეტი,ანდა ნაკლები,თანაბრად დამღუპველი იქნებოდა იმავე გემისთვის"
"რაც თვალს აკლდება ის სულს ემატება,ხოლო სულის მოსპობა გაცილებით ძნელია ვიდრე ხორცისა,მგლოვიარე თანაგრძნობასა და მოწიწებას იმსახურებს მხოლოდ და არა დაცინვას,ანდა სიბრალულს"