Tuesday, April 27, 2010

ალბერტ აინშტაინი


  • ადამიანი, რომელიც არასდროს უშვებს შეცდომებს, არასდროს აკეთებს რაიმე ახალს.
  • კითხვა, რომელიც ხშირად მაწუხებს: მე ვარ გიჟი თუ სხვები?
  • რელიგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ეს ყველაფერი ერთი ხის ტოტებია.
  • მშიერი კუჭი კარგი პოლიტიკური მრჩეველი ვერ იქნება.
  • ღმერთი კამათლით არ გვეთამაშება.
  • ყველაფერი შეიძლება იყოს ისეთი უბრალო, როგორიც არის, მაგრამ ვერ იქნება იმაზე უბრალო, როგორიც არის.
  • თუ ფაქტები არ ემთხვევა თეორიას მაშინ შეცვალე ფაქტები.
  • მინდა ვიცოდი ღმერთის ფიქრები…
  • თუ არ შეგიძლია ახსნა ადვილად, მაშინ უბრალოდ საფუძვლიანად არ იცი.
  • წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია.
  • ინფორმაცია ცოდნას არ ნიშნავს.
  • სიყვარული მოვალეობაზე კარგი მასწავლებელია.
  • კარგად “ჩაიხედე ბუნებაში” და ყველაფერს უკეთ მიხვდები.
  • შეისწავლე თამაშის წესები და ითამაშე ყველაზე უკეთ.
  • მოდი ნუ მოინდომებ წარმატებულ კაცად ყოფნას, იბრძოლე იმისთვის, რომ იყვე ღირსეული და დასაფასებელი.
  • ცოდნის ერთადერთი წყარო გამოცდილებაა.
  • მეცნიერი საწყალი ფილოსოფოსია.
  • გარემო ყველაფერია რაც ჩემში არაა.
  • განსხვავება გენიასა და სულელობაში: გენიას გააჩნია თავისი საზღვრები.
  • მშვიდობა ურთიერთგაგებით მიიღწევა.
  • ისწავლე გუშინ, იცხოვრე დღეს, გქონდეს ხვალინდელი დღის იმედი…
  • ლოგიკა მიგიყვანს A-დან B-მდე. წარმოსახვით კი ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
  • მორალი ყველაზე მნიშვნელოვანია – მაგრამ მხოლოდ ჩვენთვის და არა ღმერთისთვის.
  • ბევრი ამბობს, რომ მხოლოდ ინტელექტს შეუძლია მეცნიერებაში რაიმე ღირსეშანიშნავის გაკეთება. მაგრამ ისინი ცდებიან, ეს ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული.
  • არასოდეს დაკარგო ცნობისმოყვარეობის გრძნობა.
  • მე არ მაქვს რაღაც გასაოცარი ტალანტი. მე უბრალოდ ცნობისმოყვარე ვარ.
  • მე არასდროს ვფიქრობ მომავალზე – ის ისედაც სწრაფად მოვა.

Sunday, April 11, 2010

"გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"–ოთარ ჭილაძე

"თუ სიკეთე გინდა, ბოროტებასაც უნდა დაუხუჭო თვალი, რადგან ერთს მეორე მოსდევს. ან ორივეს ზურგი უნდა შეაქციო , ან ორივე უნდა ჩაიხუტო, რადგან ორივენი თავხედი და უზრდელი ბავშვებივით არიან, მცირე ოდენი ყურადღებაც საკმარისია ერთის მიმართ, ორივენი მაშინვე კალთაში რომ ჩაგისხდნენ, რადგან ერთმანეთს ხელს არ უშვებენ და წინასწარვე არიან შეთანხმებულები-ყველაფერი ძმურად გავიყოთო."                                                               "კაცი ძველ ტანსაცმელს საჭიროებისათვის იცვამს, ახალს კი თავის გამოსაჩენად და სხვების გულის გასახეთქადო."                                                                          "განა ზღვაში გადაგდებული ქვა სამუდამოდ ქრება, სამუდამოდ იკარგება? არა, არც ქრება და არც იკარგება, უბრალოდ მისი დანახვა აღარ შეგვიძლია, რადგან წყალშია ჩაძირული. მაგრამ შეიძლება ვინმემ წყალში ჩაყვინთოს და სწორედ ის ქვა ამოიღოს, ჩვენ რომ სამუდამოდ დაკარგული გვეგონა."                                                           "განა ტალღებმა იციან, რომელ ნაპირს შეასკდებიან, ქვიშიანსა თუ სილიანს? მაგრამ მაინც ერთი სული აქვთ როდის მიაღწევენ ნაპირამდე, რათა დაიმსხვრნენ, დაიფუშონ და განადგურდნენ იმ ერთწამიანი შეხების გულისთვის, რისთვისაც საერთოდ გაჩენილან სადღაც ბნელსა და გათოშილ წიაღში... მეგობარი ან ტალღაა, ან კლდოვანი ნაპირი, ან იღუპება, ან გღუპავს. ამაშია სწორედ მისი ძალაცა და სილამაზეც-მარადიული ძალა და წარმავალი სილამაზე, რადგან ახალ წყვილს, ყველა ახალ კლდოვან ნაპირსა და ტალღას თავისი განსაკუთრებული სილამაზე მოაქვს.პატრონი კი სხვაა, ის სილიანი ნაპირია, არც თავს დაიღუპავს და არც შენ მოგცემს დაღუპვის უფლებას. მას გულიცა და გონებაც თავის ადგილზე აქვს და ერთიცა და მეორეც მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვალეობას ასრულებს, რისი ასრულებაც ბუნებას დაუვალებია. ბუნებას და არა ბედისწერას."                                                                                       "ყველა სამშობლოს ეძებს. ჩვენ ხომ ბრმად და გულუბრყვილოდ ვიწყებთ ცხოვრებას და მერე, როცა გონებაში ვვარდებით, როცა საბოლოოდ გვეხილება თვალი, აღარ მოგვწონს იგი, გვეშინია მისი და მხოლოდ მაშინ გვახსენდება სამშობლო, მაგრამ უკან დაბრუნება შეუძლებელი, რადგან აღარ გვახსოვს სად დაიწყო ჩვენი ცხოვრება, რომელიც საერთო ცხოვრებაში ათქვეფილა და აღარც დასაწყისი აქვს და აღარც დასასრული. ჩვენც თავ-გზა აგვბნევია უსასრულო ტალანებში ხეტიალით და ჩვენი სურვილისამებრ კი არ ვმოძრაობთ, არამედ მოძრაობის აუცილებლობა გვერეკება თავის ნებაზე. ხოლო მოძრაობის აუცილებლობას შიშისა და უმწეობის ნათესლარი იწვევს, რომელსაც იმედი ჰქვია. იმედი თავის მართლებაცაა და მოტყუებაც, ერთიცა და მეორეც დიდი ვერაფერი შვილია და ვერც ვერაფერში გვეხმარება, უბრალოდ ახანგრძლივებს და ჩვენთვისაც მეტ-ნაკლებად ასატანს ხდის თავის მშობლებს: შიშსა და უმწეობას. თუმცა არა, იმედი დაულეველი საბადოცაა იმ ჯანისა, რომელსაც ტალანებში უთავბოლო ხეტიალისას ვხარჯავთ. რითი მთავრდება ჩვენი ხეტიალი? არაფრითაც არ მთავრდება, არც თავი აქვს და არც ბოლო, მისი თავი იგივე ბოლოა, ხოლო ბოლო-იგივე თავი."                                                     "ყველა ჩვენგანს ყავს მეგობრები, ძალიან ახლობლები და ნაკლებად ახლობლებიც. ზოგიც ისეთი, ათასში ერთხელ რომ მოვიკითხავთ და მაინც მეგობრად რომ ვთვლით. მშობლები, და–ძმა, ნათესავები… მაგრამ ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა საკუთარი ცხოვრების გზაზე!.."                             "ადამიანი ევლინება ამ ქვეყანას, საკუთარ გზას ადგება, ეკლებითა ვარდებით მოფენილს. ხან ეკალი ერჭობა, ბორძიკობს, იქცევა… ხან ვარდის სურნელება და სილამაზე ათრობს, აბრუებს…"