Saturday, January 30, 2010

OSCAR WILDE – THE PICTURE OF DORIAN GRAY

ხელოვანი მშვენიერების შემოქმედია.
     გამოვავლინოთ ხელოვნება და დავფაროთ ხელოვანი – აი, ეს არის ხელოვნების მიზანი.
     კრიტიკოსი ის არის, ვისაც ძალუძს ახლებურად ან ახალი მასალით გვამცნოს მშვენიერებით მინიჭებული საკუთარი შთაბეჭდილება.
     მაღალი თუ მდაბალი კრიტიკის ფორმა ავტობიოგრაფიის ერთ–ერთი სახეობაა.
     ისინი, ვინც სილამაზეში მახინჯ მხარეებს ჰპოვებენ, ბილწი სულის ადამიანები არიან. და არც მომხიბვლელობა გააჩნიათ.
     ისინი, ვისაც შესწევთ უნარი სილამაზის მაღალ აზრს ჩასწვდნენ, განსწავლული ადამიანებია, მათ უიმედოდ ვერ ჩავთვლით.
     რჩეული შეიძლება მხოლოდ იმას ვუწოდოთ, ვისთვისაც მშვენიერება მხოლოდ მშვენიერებას ნიშნავს.
     არ არსებობს უზნეო ან ზნეობრივად სრულყოფილი წიგნი. წიგნები ან კარგადაა დაწერილი, ან ცუდად. ეს არის და ეს.
     მეცხრამეტე საუკუნის რეალიზმისადმი სიძულვილი კალიბანის სიძულვილია, რომელიც საკუთარ თავს ხედავს სარკეში.
     მეცხრამეტე საუკუნის რომანტიზმისადმი სიძილვილიც კალიბანის სიძულვილია,
რომელიც საკუთარ გამოსახულებას ვერ ხედავს სარკეში.
     ადამიანის ზნეობრივი ცხოვრება ხელოვანის შემოქმედების ერთ–ერთი თემაა.
მაგრამ ხელოვნების ეთიკა არასრულყოფილ საშუალებათა სრულყოფილ გამოყენე–
ბაში მდგომარეობს.
     არც ერთ ხელოვანს არა აქვს სურვილი რაიმე დაამტკიცოს. უდავო ჭეშმარიტებათა
მტკიცებაც კი შესაძლებელია.
     ხელოვანი ზნეობის მქადაგებელი არ არის. ზნეობის ქადაგებისადმი მიდრეკილება
მიუტევებელი მანერულობაა სტილისა.
     ნურც ერთ ხელოვანს ნუ დააბრალებთ ავადმყოფურ ტენდენციებს. ხელოვანს უფლება აქვს ყოველივე ასახოს.
     აზრი და სიტყვა ხელოვნების საშუალებებს წარმოადგენს.
     მანკიერება და სათნოება ხელოვნების მასალაა. ფორმის თვალსაზრისით ყოველგვარი ხელოვნების ნიმუშად მუსიკოსის ხელოვნება უნდა ჩაითვალოს,
გრძნობის თვალსაზრისით მსახიობის ოსტატობაა ასეთი ნიმუში.
     ყოველგვარი ხელოვნება ერთდროულად ზედაპირიცაა და სიმბოლოც.
     ვინც ცდილობს ზედაპირის შიგნით შეიჭრას, თავს საფრთხეში იგდებს.
     ისიც საფრთხეში იგდებს თავს, ვინც სიმბოლოს ჩასწვდება.
     ხელოვნება ცხოვრების სარკე არ არის, ის მხოლოდ მაყურებელს აირეკლავს.
     თუ ხელოვნების ნაწარმოები აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, მაშინ ის ახალი, რთული და სასიცოცხლო რამ ყოფილა.
     თუნდაც კრიტიკოსები არ ეთანხმებოდნენ ხელოვანს – ხელოვანი მაინც ეთანხმება თავის თავს.
     მანამდე შეგვიძლია მივუტევოთ ადამიანს, რომელიც სასარგებლო საგნებს ქმნის,
ვიდრე ის ამით აღტაცებული არ არის. ხოლო მისი ერთადერთი გამართლება, ვინც უსარგებლო საგნებს ქმნის, საკუთარი ქმნილებისადმი დაუცხრომელი სიყვარულია.
     ყოველი სახის ხელოვნება უსარგებლოა.
                                                                                                                 ო ს კ ა რ   უ ა ი ლ დ ი

Tuesday, January 12, 2010

იოჰან გოეთე


  • გამოუყენებელი სიცოცხლე ადრეული სიკვდილის ტოლფასია.
  • იყავი გულკეთილი და ხშირად გაუმეორე კეთილი სიტყვები ისეთ ხალხს ვინც გულმავიწყია.
  • კაცის მანერები მისივე პორტრეტია, რომელშიც იგი თავის ნამდვლის სახეს გვაჩვენებს.
  • იზრდება ცოდნა – იზრდება ეჭვი.
  • შეგიძლია თავი მკვდრად ჩათვალო, თუ არავის ნდობა არ გაქვს.
  • ცოტას შეუძლია ჰქონდეს რეალიზმის წარმოსახვითი ხედვა.
  • ყველას უნდა, რომ იყოს ვინმე; არავის არ სურს გაზრდა.
  • ცხოვრების თითოეული ნაბიჯი მიგვანიშნებს, რომ წინდახედულება ძალიან საჭიროა.
  • ჩვენ ყოველდღე უნდა მოვუსმინოთ მუსიკას, ყოველდღე უნდა წავიკითხოთ ერთი კარგი ლექსი, ყოველდღე უნდა დავაკვირდეთ ერთ კარგ სურათს და თუ შესაძლებელია ყოველდღე უნდა ვთქვათ კეთილგონიერი და მგრძნობიარე სიტყვები.
  • ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს მის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, იმის და მიუხედავად გავს თუ არა ეს სახე მის იმჟამინდელი მდგომარეობასა და ყოფას.
  • მე შენ მიყვარხარ, შენ რა ბიზნესით ხარ დაკავებული?
  • თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას.
  • სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას მასზე მეტი.
  • სიცოცხლე ჩვენი ბავშვობის მარადისობაა.
  • მაგია, ეს ხომ თვითდაჯერებაა და თუ შენ ამას შეძლებ შეგიძლია ჩათვალო, რომ ყველაფერი შეგიძლია.
  • არაფერი ფასობს ისე, როგორც ერთი დღე.
  • არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ხასიათს, რაც ის, რაზეც იგი იცინის.
  • არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე იმის დანახვა, რომ ვიღაცის მოქმედებაში ერთი დიდი უვიცობა დევს.
  • არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე უგემოვნო წარმოსახვის გრძნობა.
  • პიროვნულობა ხელოვნებაში და პოეზიაში უმნიშვნელოვანესია.
  • ადამიანის “ნახევრად-ცოდნა” გამომდინარეობს მეორე ადამიანის ცოდნისაგან.
  • გმირობა ყველაფერია, ხოლო დიდება და სახელი არარა.
  • ყველაზე ძნელი საქმე შენ თვალ წინ მომხდარის გაანალიზებაა.
  • ადამიანის გონება შეუზღუდავია.
  • “პატარა კაცი” მაინც კაცად ითვლება.
  • ნამდვილი და მართალი კაცი ყოველი მომენტის გამოყენებას ცდილობს.
  • არაბუნებრივი ძალიან ბუნებრივი რამაა.
  • სიტყვები ყოველთვის მეორდება.
  • მოქმედება გამჭრიახობის გარეშე, ეს ხომ საშინელებაა.
  • რომ შექმნა რაიმე, აუცილებლად უნდა იყვე ვინმე.
  • ჩვენ ხშირად ვფლანგავთ მთლიან დღეს, რადგან გვახსოვს, რომ არსებობდა გუშინდელი დღე და გვჯერა, რომ ხვალინდელი დღეც დადგება.
  • ცხოვრებაში მთავარი ცხოვრებაა და არა ცხოვრების შედეგი.
  • რაც არ იწყება დღეს, ის არ დამთავრდება ხვალ.

Tuesday, January 5, 2010

ლევან ვასაძე


ბედნიერებამ მითხრა: ნუ მეძებ!
შენი შვილების თვალებში მნახე.
ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე
ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე.
შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან,
სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს,
სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა
ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო.
მნახე კახეთის უდრეკ დგომაში,
მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში,
თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში
და ჭირნახულის ჟივილ-ხივილში,
დაზამთრებული გურიის მთებში,
ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში,
საგაზაფხულედ მზა ნადურებში
და კრიმანჭულის ჭირზე სიცილში.
ბედნიერებამ მითხრა: რად მეძებ!
მე ხომ მეგრული ნანები მქვია,
ლაზური ქვისფერის დაბლობებზე
გაზრდილ ქალ-ვაჟებს რომ ზნედ ატყვია.
მე ამ ჰერეთის, ან იმერეთის
სიზმრების ცა ვარ დაუსაბამო.
სტუმრის გულიან მოსაფერეთის,
უარყოფა ვარ სოფლის საამო.
ის ქალაქი ვარ, ქარის მცნობელი,
გულით ბაგრატის გუმბათისხელა,
ზემო იმერეთს დინჯად მომსვლელი,
ზრდილობიანი ვარ საპოვნელა.
მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი,
სვანური ზარის ცრემლში ნაჟური.
უშბის კალთა ვარ, მეწყრად დაშლილი
და აქაფებულ ენგურს ნაწური.
დარიალს მჯდომი ქირიკაშვილის
შეცოდებული ჯიხვი ვარ ნორჩი,
გერგეტის მზე ვარ, მყინვრად აშლილი
და განძის გადამმალავი ომში.
ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული,
ფშავში მისული ნისლის უბე ვარ.
დინჯი თუშის და ფიცხი მთიულის
თვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ.
ქართული სულის მგელვარე რაშის
შმაგი, ამაყი და მორცხვი მთა ვარ,
ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიც
ჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ.
კუპრად და ჭირად მოზღვავებულით
ვერმოწამლული ხულოელი ვარ,
განდაგან თრევას არგუებული
შენი ერთგული აჭარელი ვარ.
ბედნიერებამ მითხრა: თუ მეძებ,
ალესანდროულს ნუ მოსწევ გვიან…
რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე,
იმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან.
ჭელიშის ოთხთავთან შეწირული,
სანთელ-ბერების არგანაგონი,
სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული,
სიდარბაისლე ვარ ბარაკონის.
ტაოს ცრემლი ვარ, ბანად შთენილი,
სახლის დაცვა ვარ ლომგულ ფხოველის…
კლარჯეთის ხმა ვარ, ვერმოწვდენილი
გალავნებამდე სვეტიცხოველის…
მამა გრიგოლის შეწყნარებული
არაუდები ხანძთის შვილი ვარ.
ფარავანი ვარ, ნინოს ხლებული,
იოთამ ზედგენიძის ძილი ვარ.
თუ არ დაგღალე, აფხაზეთი ვარ…
სურნელი სოჭის მთუთქავს, მაციებს.
მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ,
სანამ უფალი არ მაპატიებს
ქართულის ზერელედ მივიწყებას,
სტუმარ-ქალების მალულად დევნას,
სიმდიდრისათვის გაფაციცებას,
მიწას მოწყვეტას, საფლიდო ლხენას.
სანამ უძღები შვილი მამასთან
თავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ,
სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამს
და სიხარულით გული წამივა.
სანამ ილორში წმინდა გიორგის
არ მივენდობი მწირველ მღვდელივით
და არ ვიტირებ, რაც არ ვიცოდი,
ზურმუხტ ბიჭვინთის ღვთისმშობელივით.
მაშინ დასცხრება აბელის ცრემლად
სამაჩაბლოში დაბა ბრწყინვალე,
აღარ ვიქნები კერპების მძევლად,
აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე.
ბედნიერებამ მითხრა: სად მეძებ!
მზე დასავლეთში როდის ასულა!
რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზე
და ვეღარ იცლი, იდგე კაცურად!
სადმე სულ ახლოს, აქ, ვარძიასთან,
სარგის თმოგველის ნაკამარალზე,
მტრის გაოგნებულ ელეგიასთან,
მის მოღალატე ცოლის დანკალზე,
ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანს
ლურჯ-ბალახიან ჯავახეთისა,
მესხთა სამკვიდროს, აბულის წყებას,
კუმურდოს ლოდის ძღვენთა კვეთისა.
ნაათაბაგარ, ნამოღალატარ,
ოდესღაც ტყიან განვლიდე გორებს,
დაუდევარი ფიქრის კვალდაკვალ
მიადგებოდე მოპარულ ლორეს…
ბედნიერებამ მითხრა: რა ვიცი,
კახში ინგილოს რა ეშველება,
თუ გეშორება უკვე დმანისი
და მარნეული არ გეშენება…
ისე მოკვდები, გარეთ არ გახვალ,
რისთვისღა ცხოვრობ? საერთოდ ვინ ხარ?
შენ, ძმაო, ქართველს სულ აღარ ჰგავხარ,
რას ადღეგრძელებ! რაებს იხსენებ!
ვის რად არგია, სად რა მოგსვლია?!
დასთვრები, ისტორიას იჩემებ…
ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას…
არაფერს არ ქმნი, რითღა შოულობ
მაგ საგროვებელს და არა – სარჩოს?
მოფხანვის მაგვარ შვებას პოულობ,
როცა იყიდი და აღარც გახსოვს,
რისთვის იყიდე, რის გეშინოდა,
როცა მოხვეჭის გზაზე დგებოდი,
რით მიგაძინეს და რა გინდოდა,
როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი.
ბედნიერებამ მითხრა: არ მეძებ!
თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერას
იავარქმნილი გულისნადებზე
იმყოფინებდი მალამოდ ძგერას…
მელექსეობის ამპარტავნებას
მდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი,
დამანებებდი დევნას თავნებას
და შენთან მოსვლას თვითონ მაცლიდი
ნაღდი თბილისის საღამოებად,
არდანაბიჯებ ხატების გრილში,
ვიწრო ქუჩების ჭა-ეზოებად,
ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში.
დაბრუნდებოდი მშობლების სახლში,
რაც ღმერთმა მოგცა, იმით ძლიერი,
დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში,
მოიქცეოდი, როგორც ივერი.
ჩაგიხუტებდი, რაც წლები დაგრჩა,
ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი
და შენნაირი გარეთ ვინ დაგრჩა,
აწი იმაზე დაფიქრდებოდი.
წარდგომის ჟამი დამშვიდებულზე
უეცარ ხმობად დაგიდგებოდა,
ნააღსარებზე აწი შენს გულზე
ძებნა და შფოთი არ იქნებოდა.
ამიტომ ნურსად, გესმის, ნუ მეძებ!
ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე!
…და სიხარულის უხლებ ველებზე
იმედის სიოდ გამომიძახე!..