About მე

მე ვარ – ლიკა
ასაკი – 16 : )
ბავშვობაში ვიყავი – ჩაკეტილი და მეოცნებე.....
ახლა ვარ – ბავშვობაში ჩარჩენილი,ოპტიმისტი,მხიარული...
ადრე მეგონა რომ – ფერია მოვიდოდა და სურვილებს ამისრულებდა....ინდიელი გავხდებოდი : DD
არასდროს – ვუღალატებ
ყოველთვის – მეყვარება...
მენატრება – დედა
არასდროს დამავიწყდება – ბედნიერი დღეები
ვიბნევი – უხერხულ სიტუაციებში
როდესაც ვბრაზდები – ვკარგავ თვითკონტროლს : DD
მეშინია – უფლის..... "კლოუნების",ობობების,სიმაღლის....
სიბერეში – მეყოლება ბევრი შვილიშვილი და მექნება ბუხარი : DD
ცდება ვინც ფიქრობს რომ – ვცდები : P
ვცდილობ – მივეჩვიო დილას ადრე ადგომას და ვიყო მომთმენი
მეზარება – გაღვიძება
სიკვდილი – არც ისეთი ცუდია როგორც ფიქრობენ
ბედნიერება – თავისუფლება,სიყვარული,სიმსუბუქე.....
მიყვარს – ყველა და ყველაფერი,წვიმა..... წვიმის,ბენზინის და წიგნის სუნი...ზღვისა და ფოთლების ხმა....მოხუცი ბაბუები...შემოდგომა....კითხვა,წერა....
ჩემთვის სულ ერთი არაა –მეგობრების აზრი
ვერასდროს შევეგუები – უსამართლობას
არ მიყვარს – სუფრაზე გახსენებული პატრიოტიზმი,დემაგოგები,პლაგიატები,სნობები,ძერსკები, ე.წ კაი ბიჭები,ძალით ათეისტები,ვითომ სწერვები,ორიგინალურად თვითკმაყოფილი იდიოტები და ა.შ
საყვარელი წიგნი – "სამი მეგობარი"
საყვარელი დრო – შემოდგომა
ცხოვრება – თეორიულად მშვენიერია
მინდა მყავდეს – ლაიკა :S
დიდი სიამოვნებით – ვივლიდი მუსიკაზე...
მჯერა – სასწაულების,ნამდვილი სიყვარულის,გოგოს და ბიჭის მეგობრობის.საყვარელი ადამიანების...
არ მჯერა – ბედისწერის
ახლა მინდა ვიყო – შატილში
მიყვარს ყოფნა – ბუნებაში,ხეზე,ფანჯრის რაფაზე...მეგობრებთან.,..როცა გარეთ წვიმს და მე სახლში თბილად ვარ :დ  წვიმაში სიარული და მზე რო პირს იბანს :D:D
მიყვარს როცა მჩუქნიან – ხატს და წიგნს...
მინდა ვიცოდე – ბევრი ენა,ფიზიკა,დაკვრა...
ვაფასებ – სულგრძელობას,ერთგულებას,უანგარობას,იუმორის გრძნობას,ვაჟკაცობას,პატიოსნებას,პატრიოტიზმს....
საყვარელი ფრაზა – "ყველა გიჟს თავისი ლოგიკა აქვს"
რა მოხდებოდა რომ – არ შევხვედროდი, მეთქვა...მყოლოდა....
მინდა მერქვას – ანნა ან ლილე...