Thursday, November 25, 2010

"სამი მეგობარი" – ერიხ მარია რემარკი

"მარტო მოგება კი არა წაგებაც უნდა იცოდეს კაცმა.სხვაგვარად ადამიანი ვერ იცხოვრებდა"
"იცოცხლე ვიდრე ცოცხალი ხარ"
"ეტყობა ადამიანი ისე ეჩვევა მძიმე ჯაფას,რომ თავისუფლების ნატამალიც კი რაღაცნაირად ეხამუშება"
"პრინციპები უნდა დაარღვიოთ,თორემ ვერაფრით გასიამოვნებენ ისინი"
"გაუგზავნეთ ყვავილები წერილების გარეშე,მხოლოდ ყვავილები,ისინი ყველაფერს ფარავენ,საფლავებსაც კი"
"ქალი ლოთონის ნივთი როდია,ის ყვავილია,მას საქმიანობა არ უყვარს,მას ალერსით სავსე საამო სიტყვები ესაჭიროება"
"მხოლოდ ახლა,უკან მომავალს გამახსენდა უამრავი ტკბილი სიტყვა რომელიც მისთვის მინდოდა მეთქვა"
"მარტოობა,ნამდვილი მარტოობა,ყოველგვარი ილუზიის გარეშე,რამდენადმე წინ უსწრებს სიგიჟესა და თვითმკვლელობას"
"არაფერია მამაკაცისთვის ისე სამარცხვინო,როგორც ტაკიმასხარობა"
"ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება!ის განუკურნებელია!"
"ქალთან წაჩხუბება შეუძლებელია,დიდი–დიდი თუ გაბრაზდები"
"გულმავიწყობა,აი რა არის მარადიული სიჭაბუკის იდუმალება"
"დიდი სირცხვილია დედამიწას ტკეპნიდე,მის შესახებ კი არაფერი იცოდე,კიდევ უფრო სამარცხვინოა რომ ჩვენ საერთოდ არვიცით რისთვის ვტკეპნით ამ დედამიწას"
"მამაკაცს სიყვარულისთვის არსებობა არ შეუძლია,მაგრამ სხვა ადამიანისთვის სიცოცხლე კი ძალუძს"
"მთავარია გწამდეთ,მამაზეციერი წყალობას არ მოგვაკლებს,ის ყოველთვის დაგვეხმარება მაშინაც კი როცა ჩვენ მისი დახმარება არ გვესმის"

Tuesday, November 16, 2010

იოსებ ნონეშვილი

                                      

 შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა

შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეს
არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი.
შენ ხატაური აბრეშული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა… ეჰ, რარგიად დაგშვენდებოდა.
შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,
სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,
აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი
და შენს გვიგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ
ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.
შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა.
ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას,
შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს…
დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან,
ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები
და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა,
სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი.
…შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა.

Thursday, November 11, 2010

კონსტანტინე გამსახურდია - "მთვარის მოტაცება"

სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).


ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს... ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.


კეთილო ფრაუ, თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იგივე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანს გვერქვას.


თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ. თქვენი ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ, როგორც ძველი ბერძნები. რაც შეეხება ჩანგალს, მე მანამდის ხელით ვსჭამ, ვიდრე ჩვენსავე ქარხნებში გაკეთებულ ჩანგლებს არ მომიტანენ.


ჩანგლის ხმარებაში, კეთილო ფრაუ, არც ისე დიდი ფილოსოფიაა. ჩვენ ძველ კოლხიდაშიც გვცოდნია ფიწლის ხმარება. ვინც ამას მიხვდა: ხელით მობოჭვას თივისას, ფიწლით აღება რომ სჯობია, საჭირო რომ ყოფილიყო, უთუოდ იმასაც მიხვდებოდა, ხელით ჭამას, ჩანგლით ჭამა რომ სჯობია.


რუხის ციხესთან ომი ყოფილა ოდესღაც. გაღმა ქართველები მდგარან, გამოღმა აფხაზები და თათრები. დიდხანს უტრიალეს თურმე ქართველებმა რუხის ციხეს. მერმე ფალავნურ ბრძოლაზე გადასულან. ქართველებს ვინმე ჩოლოყაშვილი გამოუშვიათ, აფხაზებს ვიღაც ემხვარი. ჩოლოყაშვილი ჭაღარა კაცი ყოფილა, ემხვარი უწვერული ჭაბუკი. და სწორედ იქ, სადაც ჩვენი ბორანია, შეხვდნენ ერთმანეთს თურმე ჩოლოყაშვილი და ემხვარი.
ემხვარი ეკვეთა პირველი და ხმლის ამოღება მოასწრო.
„რას უცდი, ჭაბუკო?“ - შესძახა ჩოლოყაშვილმა.
„უფროსისგან პირველ მოქნევას ველიო“.
გადახვევიან ურთიერთს და იმ დღიდან დამეგობრებულან.


ეს უსტილო, უწარსულო ქვეყანა, ენააღრეული ბაბილონი, თავის მრავალსართულიან ქორედზე წამოყუნცული, ამაყად გადმოსცქერის ყველას, ვისაც უოლ სტრიტი და ბრუკლინის ხიდი არ უნახავს.


ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ჰყივიან.


ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი.


თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.


როგორც სჩანს, თქვენ (ქართველები) დიდი ჰუმანური კულტურის მატარებელი ხალხის შვილები ხართ და ჯერ არ შერყვნილხართ იმ ქაღალდის ცივილიზაციისაგან, რომელმაც ევროპა მიიყვანა ამ გრანდიოზულ კატასტროფამდის.