Saturday, February 20, 2010

"სამოსელი პირველი"-გურამ დოჩანაშვილი

" სიკვდილი რომ არ იყოს აღარ იქნებოდა ამ ქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მომავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა – პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი არც უბედურნი, აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო ცხოვრება აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ახლა კი ახლა, სიკვდილი რომ არის სიცოცხლე – სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე სიკვდილი რომ არ იყოს" 
" ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაირებოდეს... ოღონდ უნებურად..როგორც დევნილი... ან მდევარი.. - და როცა მოვა,როდესაც მოვა, და შემოგხედავს,რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს - დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი... 
ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე - მხარი , კისერი, ნამვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ...და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ... 
თვალებით ყევლაფერის თქმა უნდა სეძლოს ..ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია უნდიხარ შე თუ არა... 
-სახლის ჩრდილებიც, - ყველაფერს აქვს თავის ჩრდილი - შუბლს,თმას ცხვირს, ტუჩებს.. 
ხელისგული - ნამდვილი ქალის ხელის აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ...მერე ფრთხილად ჩამიაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ - მაშინვე მიხდებით ნამდვილი ქალი თუა - ანდა საკუთრი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ -რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვის ქალის ხელისგული...და თუ უყვარხარ,თუ უყვარხარ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზე ხელი ..... " 
"ვეღარ მოითმინა , განზე მიაბრუნა თავი და მხარუკუღმა დაუღრიალა:
--ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
--ადამიანი რომ გყვარებოდა!!"კარგად იცოდე, სამოსელი პირველია სიტყვა და მაგ სამოსელს რაც უფრო მეტ ხალხს გადააწვდნენ და გადააფარებ , უფრო მდიდარი შეიქმნები, უფრო ტანჯული...გაწამდები და გაიხარებ...სიტყვის თამაშად ნუ ჩამომართმევ---უბედნიერესი უბედური იქნები---და დატანჯული" 
და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური ,სიყვარულის მცენარე - აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
- ყაყაჩო!
- არა, ჩქარა ჭკნება!
- ენძელა!
- ნაზია ძალზე...
- გეორგინი!
- გაფოფრილია...
- ვარდი?
- შაბლონურია...
- აბა რა?
- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ ..."მანუელო კოსტამ იცოდა ყოველივე დაფარულის ფასი და უცნაური სიყვარული სჭირდა-მისი ორი ლამაზი თვალიდან გამომჭვირვალი მზერის შეხებისას რომელიმე უბირი ბუჩქი მაშინვე მანუელო კოსტას ბუჩქად გადაიქცეოდა და ბაობაბივით დიადდებოდა...'' 
"წამოიწია დომენიკომ, მუხლებზე დადგა , ხელები მამისკენ აღაპყრო; ერთბაშად შემდგარნი ადგილზევე ყუჩდებოდნენ სირბილით აქოშინებული ყმები- რაღაცა უნდა მომხდარიყო და, თავად მამაც, მუდარადქცეულ თვალებში ჯიუტად ჩასცქეროდა დომენიკოს, იმის ლოყებზე თითები მაგრად შემოეჭდო და ისე... მგზავრმა კი სასწაულით შერჩენილი ღონის პაწია ნამცეცი მოიკრიფა, დახეთქილ ტუჩებზე გაიხახუნა მშრალი ენა და მისუსტებული შეევედრა: "მამაო, ვცოდე ცად მიმართ წინაშე შენსა... და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შჰენდა... - სულს ძლივს ითქვამდა და, თავდახრილმა დააყოლა, - არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი". თავჩაქინდრული , მუხლებზე იდგა, ყოვლად უმწეო, უსუსური, განაჩენს უცდიდა - თითები შეუშვა მამამ. მაგრამ ჯერ ისევ წინგადახრილი, გახევებული იდგა, დაკაწრულ მხრებზე ჯიუტად დასცქეროდა.
- მაგამ შეჭამა საცხოვრებელი შები მეძავთა თანა...
გაისმა იქვე. ეს - გვეგვე იყო. მამა კი წელში გაიმართა, ძლივას დომენიკოს გამკაცრებული თვალი, პირი იბრუნა, კოშკისკენ ხელი გაიშვირა, თქვა:
- გამოიტანეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას!" ის კაცი, თავისთავად, ისევე როგორც ყველანი ჩვენ თავისი თავისთვის ერთი, ერთადერთი იყო. და როგორც ყოველს, იმასაც მარტოკინად ჰყავდა უძვირფასესი რამ ქვეყანად - საკუთარი თავი, მხოლოდ მისეული, მთელ სამყაროს რომ იტევდა და მისი ქვეყანა მხოლოდ მისით ცოცხლობდა, მხოლოდ” ”... როგორც იქნა ნამდვილი თოვლიც მოვიდა, ქვაფენილთა სითბოს მომრევი, რბილად ბრჭყვიალებდა ფარნის შუქზე, თოვლი, ისეთი თეთრი. აბზინებული თოვლი. სიბნელეში ლურჯი, ლურჯი და იქაც, ძალიან შორს თითქოს მსუბუქი და სპეტაკნარევი, მაინც სპეტაკი და ირგვლივ ბარდნა... სიჩუმე იდგა პირველი თოვლის და მხოლოდ ერთგან, მკრთალად განათებული ფანჯრიდან გამოსულ შუქზე თითქოს ოდნავ შრიალებდნენ ნათელი, გადიდებლი ფიფქები... თოვდა, უცხო სიმართლე ფარფატებდა ირგვლივ, პირველი თოვლის თეთრი სიმართლე... ეჰ რა კარგი იყო, და მიანც ჰქონდა თოვლს მისი სევდა, ფიფქებით შეკოწიწებული, თეთრი., უთქმელი...” "ისიც იცოდე ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას , ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის..მთავარია ,თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ." "ისიც იცოდე ვერანაირ ტყუილს ვერ მოიგონებ , სადმე სხვაგან რომ არ არსებობდეს" "ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი" "ტერეზა _ მხოლოდ მისთვის გასაგები ბედნიერებით ბედნიერი" ეს თვითმკვლელობა არ იყო. ეს - ძმათა ხათრით სიკვდილი გახლდათ.ეჰ, დონ დიეგო, დონ არაფერი ისე გადამდები არ არის როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი....დედამიწას სიყვარული ატრიალებს! 

Saturday, February 13, 2010

ადოლფ ჰიტლერი


  • დიდი მატყუარები აგრეთვე დიდი ჯადოქრებიც არიან.
  • ის არის მარტო, ის შთანთქავს ახალგაზრდობას, ის სანაცვლოდ იღებს მომავალს.
  • სიძულვილი უფრო მტკიცე და ხანგრძლივია, ვიდრე უბრალოდ ანტიფატიის განცდა და ათვალწუნება.
  • გერმანია ან მსოფლიოს ბრძანებელი იქნება ან არადა არაფერი.
  • გენერლები ფიქრობენ, რომ ომები ისე უნდა ეწყობოდეს, როგორც შუა საუკუნეებში, ტურნეებივით… მე კი რაინდებისა არ მჯერა; მე რევოლუციონერები მჭირდება.
  • როგორც ქრიატიანს ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ ჩემივე თავი მოატყუოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე მაქვს უფლება რათა ვიბრძოლო სიმართლისათვის და სამართლიანობისთვის.
  • ხელისუფლება ფიქრობს, რომ ხალხი საერთოდაც არ ფიქრობს.
  • ვერ ვხვდები რატომ არ შეიძლება კაცი იყოს ისეთი ბოროტი, როგორიც ბუნებაა.
  • ჰუმანურობა ეს სისულელის და სიმხდალის გამოხატვაა.
  • თუ შენ დიდსა და საკმაოდ დამაჯერებელ ტყულს მეტყვი, ეს უკვე რწმენაა.
  • ცოდნასთან ბრძოლა უფრო ადვილია ვიდრე რწმენასთან.
  • თქვი დიდი ტყუილი, გახადე ის უბრალო, განაგრძე მისი ღაღადი და ისინი დაიჯერებენ მას.
  • აქლემი უფრო მალე გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე ნამდვილი ლიდერი გაბატონდება არჩევნების გზით.
  • ძლიერი ტყუილები არ არის თავდაცვა, ეს თავდასხმაა.
  • ბრძოლა ყველაფრის მამა არაა…
  • დღე ინდივიდუალური სიხარულისა წავიდა.
  • დიდი ადამიანები უფრო ადვილად ხდებიან დიდი ტყუილის მსხვრელპნი ვიდრე “პატარები”.
  • ვისაც სურს სიცოხცლე აცალეთ რომ იბრძოლოს, ხოლო ვისაც არ სურს ბრძოლა ის არ იმსახურებს სიცოცხლეს.
  • სიტყვები ერთგვარი ხიდია, რომელიც შეუსწავლელ მიწებს უკავშირდება.
  • ვინ იტყვის, რომ ღმერთი მას განსაკუთრებულად არ იცავს?
  • უნივერსალური განათლება ყველაზე საშინელი საწამლავია, რომელიც ლიბერალიზმმა შექმნა.

Tuesday, February 9, 2010

ფრიდრიხ ნიცშე


  • ყოველი დიდებული აზრი სეირნობისას გვებადება.
  • მსახიობს ევროპაში, პარიზის გარდა არცერთი სახლი არ გააჩნია.
  • ოჰ ქალები… ისინი ხომ ყველაფერ მაღალსა და კარგს უფრო დიდ შეფასებას აძლევენ, ხოლო ცუდსა და დაბალს კი ბოლომდე ამდაბლებენ.
  • კარგი მწერალი, როგორც თავის სულს, ისევე მისი მეგობრის სულსაც ადვილად ეუფლება.
  • ხელოვნება ცხოვრების შესაფერი ამოცენაა.
  • კეთილ სულს ეგოიზმი ახასიათებს.
  • “ეშმაკ კაცებს არ გააჩნიათ სიმღერები” – მაშ რუსებზე რაღას ვიტყვით?
  • გადაშენება ნამდვილად ნამყო დროა, რომელიც აწმყოში არასდროს მოგვევლინება.
  • რწმენა: არ მინდა გავიგო რა არის სიმართლე.
  • მე ვცხოვრობ, მე ვფიქრობ: მე ისევ ვცხოვორ, როგორც ჩანს ფიქრი კვლავ მომიწევს.
  • მე ვირწმუნებდი ისეთ ღმერთს, რომელსაც ცეკვა ძალუძს.
  • სიზარმაცე ფსიქოლოგიის მშობელია.
  • ქალი, რომელიც ფლობს მრავალ ღირსებას მას ვიღაც აუცილებლად გაექცევა. ხოლო, თუ მას არ გააჩნია ღირსებები ის თავისით გაექცევა მის თავს.
  • სამოთხეში ყველა საინტერესო ადამიანი ცდება.
  • მუსიკაში ვნებები თავად აკმაყოფილებენ ერთურთს.
  • არის ადამიანი ღმერთის შეცდომა? – თუ ღმერთია ადამიანის შეცდომა?
  • მე ამბიციური ვარ. მსურს, რომ 10 წინადადებით ვთქვა ის, რასაც სხვები მთელი წიგნით ამბობენ.
  • მორალი – დიდი ინსტიქტია, რომელიც ნამდვილ ინდივიდებს გააჩნიათ.
  • სიყვარული ნუგეში არაა. ის უბრალოდ სინათლეა.
  • სიყვარული ბრმაა; მას მეგობრობა უხვევს თვალებს.
  • თუ გაუზიარებ შენს სიხარულს სხვებს, უთუოდ გაიჩენ მეგობრებს, ხოლო თუ დამალავ მათ, უბრალოდ დაიტანჯები.
  • წარმატება ყოველთვის დიდი მატყუარა იყო.
  • თუ ბევრს ლაპარაკობ ვინმეზე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შენ მის ნამდვილ სახეს მალავ.
  • არ არსებობს ფაქტები, აქ მხოლოდ ინტერპრეტაციებია.
  • არ არსებობს სამარადისო ფაქტები, აქ მხოლოდ აბსოლიტური სიმართლეა.
  • ყველაზე დამახასიათებელი ტყუილი თავის მოტყუებაა. ხოლო სხვების მოტყუება ეს იშვიათი გამონაკლისია.
  • ორი უდიდესი ევროპული ნარკოტიკი: ალკოჰოლი და ქრისტიანობა.
  • სხვისი მიზნების დავიწყება მხოლოდ სულელებს ახასიათებთ.
  • ცხოვრება ტანჯვაა, სიკვდილს გადარჩენა კი ტანჯვის რამდენიმე მნიშვნელობის გამორკვევას ნიშნავს.
  • ჩვენი ფიქრები ჩვენივე გრძნობების სარკეა – იგი ყოველთვის ბნელია, ცარიელი და უბრალო.
  • რაც ჩვენ არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.
  • ჩვენ “გვესმინების” მხოლოდ ისეთი კითხვები, რომლზეც პასუხის გაცემა გვძალუძს.
  • რა შეგვიძლია ჩვენ? – ქება და ბრალდება. ეს არის ადამიანების ღირსება, ეს არის ადამიანის სიგიჟე.
  • როდესაც იყურები უფსკრულში უნდა იცოდე, რომ უფსკრულიც შემოგყურებს შენ.
  • ქალი ღმერთის მეორე შეცდომა იყო.
  • მუსიკის გარეშე ცხოვრება, უბრალოდ შეცდომა იქნებოდა.

Sunday, February 7, 2010

გაბრიელ გარსია მარკესი - ”ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს”

-ამქვეყნად ერთადერთი ქალწულები თქვენ ხართ, აგვისტოს თვეში ამ ნიშნით დაბადებულები. 


-აღმაფრენა წინასწარ არაფერს გითანხმებს, - ვთქვი მე, მაგრამ მოცდა შეუძლია.


ფლორინა სილამაზით დაეჯილდოებინა ღმერთს, საუცხოოდ უკრავდა მოცარტს, იყო პოლიგლოტი და გარიბალდელი და რაც მთავარია, მთელ ქალაქში გამოირჩეოდა ერთი განსაკუთრებული ნიშნით: იგი ჩემი დედა იყო.


საერთოდ, თუკი რამ ზედმეტი მეჩვენა პირადად ჩემთვის, ყველაფრის გაყიდვას მივყავი ხელი. ზედმეტი კი ჯერჯერობით თითქმის ყველაფერი აღმოჩნდა წიგნებისა და ლილვაკებიანი პიანოლის გარდა.


გამიგონია, კაცი რომ დროთა განმავლობაში მამას ემსგავსება, სწორედ ეს არის სიბერის ნიშანიო. 


ერთხელაც მეორედ ვისაუზმე, თუმცა ახალი ნასაუზმევი კი ვიყავი. 


სიცოცხლის დღესასწაულიც სწორედ ის არის, რომ მოხუცების მეხსიერება დიდხანს არ იჩერებს გონებაში ნაკლებად არსებით ამბავს და მხოლოდ ძალზე იშვიათად გვღალატობს იგი მართლაც რაღაც მნიშვნელოვანის დროს. 


თავად ვიგრძენი თავი შეურაცხყოფილად იმის გამო, რომ ის შეურაცხვყავი. 


- მძღ...რო, - ვუთხარი ორეულს, - აი, დარდი, თუ არ გიყვარვარ!


უსიყვარულო სიყვარულობანას ვთამაშობდით უმეტეს შემთხვევაში. 


საწოლის გარდიგარდმო იწვა ხელებგაშლილი თავისი სიქალწულის სრულუფლებიანი დიასახლისი. 


სხეული ჩაცმულიც ისეთივე მაცდუნებელი ჰქონდა, როგორიც შიშველი. 


ცხოველების გვერდით ცხოვრება ნამდვილად არ მიზიდავდა, არც იმ ბავშვების გვერდით, ლაპარაკი რომ არ ჰქონდათ დაწყებული. ვფიქრობ, მათ მუნჯი სული აქვთ. 


არაბუნებრივად მეჩვენება, როცა კაცს თავისი ძაღლი უფრო უგებს, ვიდრე ცოლი. 


ვეფხვი საჭმელს შორს არ ეძებს. 


ასაკი ის კი არ არის, რამდენი წლის ხარ, არამედ ის, როგორ გრძნობ ამ წლებს.


ეზოში ბნელოდა, მაგრამ ფანჯრებში სიცოცხლე ენთო.


გულუხვი ვჩანვარ, სინამდვილეში საკუთარი მეწვრილმანეობის დაფარვას ვცდილობ; ფრთხილი კაცის სახელი მაქვს, სინამდვილეში ავ ზრახვებს ვმალავ; ბუნებით კი არ ვარ მშვიდი, შიშის გამო ვარ მშვიდი, ვაითუ ჩემი სიცოფე გამომჟღავნდეს-მეთქი; პუნქტუალურიც მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ვერავინ შემამჩნიოს, სხვის დროს პატივს რომ არ ვცემ, და ბოლოს ისიც აღმოვაჩინე, რომ სიყვარული სულიერი მდგომარეობა კი არა, ზოდიაქოს ნიშანია.


უსიყვარულო სექსი იმათთვის არის ნუგეში, ვისაც სიყვარული არ სტუმრებია.


მეზარება ეს ხელოვნური ცეცხლები, სულელური საშობაო სიმღერები და ქაღალდის გირლანდები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ორი ათას ხუთასი წლის წინათ უბადრუკ ბაგაში დაბადებულ ყრმასთან.


სიყვარულმა ძალიან გვიან მასწავლა, რომ ადამიანი ყოველთვის ვიღაცისთვის ირთვება, იკაზმება, იფრქვევს სუნამოს, მე კი არასოდეს მყოლია ეს ვიღაც. 


მთელი დღეები ვრეკავდი და ვრეკავდი, ვიდრე არ დავრწმუნდი, რომ ამ ტელეფონს გული არ აქვს.


ფიქრებში ეს სურათი შევადარე სხვა სურათს, სადაც მე ოცდაათი წლის ვარ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანები უფრო მეტად და უარესად ბერდებიან ფოტოსურათებზე, ვიდრე სინამდვილეში. 


ეჭვიანობამ მეტი იცის, ვიდრე სიმართლემ. 


შეუძლებელია, ბოლოს და ბოლოს არ გახდე ის, რადაც მიაჩნიხარ სხვებს. 


-წარმოგიდგენია? ნახევარი საუკუნის მერე პირველად გმასპინძლობ ულოგინოდ. 


მხოლოდ გარეშე თვალისთვის არის შესამჩნევი სხვისი სიბერე.


ყველა უბედურებაზე დიდი უბედურება მარტოობაში სიკვდილია.


-მადლობა ღმერთს, დროზე გავთხოვდი ვიღაც გადამთიელზე. ეს იგივეა, ცოლად გავყოლოდი ნეკათითს, მაგრამ სამაგიეროდ ვიცი, რომ ის მხოლოდ ჩემია. 


ისე ნუ მოკვდები, ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გამოსცადო ერთი საოცრება: დაწვე იმასთან, ვინც გიყვარს.


ვკოცნიდი შუაღამიდან მამლის ყივილამდე. ეს იყო პირობა ხანგრძლივი, სამარადისო მონანიებისა 


ივლისის თვეში ცხადად ვიგრძენი სიკვდილსა და ჩემს შორის ჩამდგარი მანძილი


ქალები, განთიადამდე რომ ვაჭრობდნენ საკუთარი სხეულით, დილის თერთმეტიდან იწყებდნენ ოჯახური ცხოვრებით ცხოვრებას. 


ცხოვრება უნიკალურ შანსსაც გაძლევს, ცეცხლზე ცალი გვერდით შებრაწვის შემდეგ გადაბრუნდე და ახლა მეორე გვერდი - კიდევ ოთხმოცდაათი წელი მიუფიცხო შესაწვავად.