Friday, June 4, 2010

ოთარ ჭილაძე–"რკინის თეატრი"

"ძველზე გული სწყდებოდა,რადგან შესჩვეოდა,ახლისა კი ეშინოდა რადგან ახალი ბევრ რამეს გადააჩვევდა"
"სიცოცხლე თავისთავად უკვე დიდი მადლია და ერთნაირად ძვირფასია–ბედნიერებით გაგაუბედურებს თუ უბედურებით გაზიარებს ბედნიერებას"
"ადამიანს იმდენად ეშინია ბოროტებისა განუსჯელად დაექვემდებარება ხოლმე,როცა სიკეტეს ათასჯერ ასწონის,გაზომავს ,გემოსაც გაუსინჯავს ხომ ნამდვილად სიკეთეაო"
"სახლი უკანასკნელი გოდოლია,უკანასკნელი მიჯნაა ყოფნა–არყოფნას შორის და ყველაფერს,რომ თავი გავანებოთ თუნდაც მარტო ამის შეგრძნება და ცხოველური ჟინი სიცოცხლისა,გადარჩენისა ყვადაღებუკ ლაჩარსაც გმირად შეიქმს ხოლმე,მით უფრო,როცა ის სახლი ნამდვილად შენია,მამისეული,გაჩენის დღიდან შეშისხლხორცებული,ურომლისოდაც რაც არ უნდა ძნელი დასათმობი იყოს,მართლაც რომ კაპიკის ფასიც აღარა აქვს სიცოცხლეს"
"ტკბობა–თავის მხრივ,არა მარტო ძალასა და ხალისს გიბრუნებს ,არამედ ერთხელ კიდევ გარწმუნებს,რომ იმისთვის რაც წლების მანძილზე,წვეთწვეთობით,ნამცეც–ნამცეც მოაგროვე,შეაკოწიწე,შეჰქმენი–ნამდვილად ღირდა წვალებად"
"იმისი ოჯახი კი,სრულიად საქართველო გახლდათ,დიახ,სრულიად საქართველო,და არა რომელიმე სახლი თბილისში,ყვარელსა თუ საგურამოში.გარდა ამისა რაც არ უნდა არეული ყოფილიყო მისი ქვეყანა,ვერაფრით ვერ იფიქრებდა,ისე თუ გადასცდებოდა ჭკუიდან,იგი საკუთარ მამაზეც აღმართავდა ხელს"
"სხვა თუ არაფერი ილიას შემდეგ სიკვდილსაც დაკარგული ქონდ აფასი"
"ეს უფრო ადამიანური ვალის მოხდა იყო და არა ცოდვის ტირილი"
"მეორე კაცისთვის სწორედ ისაა ყველაზე ძნელი ასატანი,და იმავე დროს ადვილი მოსასპობი,რაც შენთვის უხვად მოუცია ღმერთს"
"სიცოცხლეს კი არ უნდა მოეკვლევინო,თავად უნდა მოკლა ის,თანდათანობით,ნაწილ–ნაწილ,ნამცეც–ნამცეც,თუკი მართლა გინდა რომ გაძლო,გადარჩე,გააღწიო ამ ჯოჯოხეთიდან"
"თავისუფლება ლამაზი ქალივითაა,შენთანაა–ვერ აფასებ,სხვასთანაა და გშურსო"
"ქალები გათხოვებამდე არასოდეს ფიქრობენ იმაზე,რაზედაც ლაპარაკობენ,ხოლო გათხოვების შემდეგ არასდროს არ ამბობენ იმას რასაც ფიქრობენ"
"ყველა დროისა და ყველა ჯურის ადამიანი იმისთვის იღვწოდა და იმისთვის იღვწის ახლაც,რომ მეტი ჰქონდეს,ვიდრე დღესა აქვს"
"წარსული ყოფილი მომავალია,ხოლო მომავალი–პოტენციური წარსული"
"შენთვის ძვირფასი ნივთი,შეიძლება სხვისთვის კაპიკიც არ ღირდეს,ხოლო შენთვის ძვირი ნივთი,ყველასათვის ძვირია"
"სიყვარული კი–ვერაგი,გულღრძო,სისხლისმელი სიყვარული,სრულებითაც არარის საკმარისი ერთად ცხოვრებისათვის,პირიქითსიყვარული ყველაზე დიდი ჯებირია ორ სულელს შორის,რომელთაც ერთად ცხოვრება განუზრახავთ სიყვარულის ანაბარა"
"ღმერთი ალბათ ისაა რაც გიზიდავს,გიყვარს,სიკეთის ჩადენის სურვილს გიჩენს,სამართლიანობის გრძნობას გიღვიძებს,რაც აუცილებელია და არა სასურველი,როგორც სიმძიმე,რომელიც კი არ ძირავს,წყალზე აჩერებს გემს,თუკი ზუსტად ძეესაბამება გემის მოცულობას,როცა მეტი,ანდა ნაკლები,თანაბრად დამღუპველი იქნებოდა იმავე გემისთვის"
"რაც თვალს აკლდება ის სულს ემატება,ხოლო სულის მოსპობა გაცილებით ძნელია ვიდრე ხორცისა,მგლოვიარე თანაგრძნობასა და მოწიწებას იმსახურებს მხოლოდ და არა დაცინვას,ანდა სიბრალულს"

No comments:

Post a Comment