Tuesday, June 22, 2010

წმიდა ზიარების შესახებ


წმიდა დიმიტრი როსტოველი ამბობს:
- ცეცხლში რკინის დნობისას, როგორც რკინა უერთდება ცეცხლს, ასევე წმიდა ზიარებისას ადამიანის სხეულს უერთდება ქრისტეს სხეული და სული და სული და სხეულიც იღებს იმ ბრწყინვალებას, რაც თვითონ ქრისტეს წმიდა ნაწილებს გააჩნია.
ადამიანი ხომ ვერ უსწორებს მზეს თვალს! ასევე ავი სულებიც ვერ უსწორებენ თვალს იმ ადამიანს, რომელმაც ღირსეულად მიიღო ქრისტეს სისხლი და ხორცი. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: წმ. ზიარების დღეს გარდაცვლილი ადამიანი აღარ გაივლის სამსჯავროს სასზღვრებს და მისი სული ანგელოზებს პირდაპირ სამოთხეში მიჰყავთ. ეს ხდება იმიტომ კი არა რომ იგი საერთოდ უცოდველია, არამედ იმის გამო, რომ მან იმ დღეს მიიღო წმიდა ნაწილები.
მაგრამ თუ გრძნობ, რომ აღსარებაზე ბოლომდე გულახდილი არ იყავი და შენს სინდისზე, კიდევ რაგაც ცოდვებია, მაშინ არ ეზიარო, რადგან ამით კიდევ უფრო დიდ სასიკვდილო ცოდვაში ჩავარდები. ზიარების წინ უნდა შეეცადო უფალს თხოვო შენდობა იმ ცოდვებისათვის, რაც ჩაგიდენია. მოძღვრისაგან აუცილებელია ზიარების ნებართვა. ჩვენ უნდა ვიყოთ ტაძარი ღვთისა, ვიაროთ ეკლესიაში ყოველ შაბათ-კვირას, ყველა დღესასწაულზე. უბედურია ის კაცი, რომელიც გამოტოვებს თუნდაც ერთი კვირის საღმრთო ლიტურგიას, რადგან მან უნდა იცოდეს, რომ ეს დღე არასოდეს არ დაბრუნდება. მოციქულთა წესდებაში ნათქვამია: ვინც არ დაესწრება საღვთო ლიტურგიას ზედიზედ სამი კვირის განვალობაში გაუმართლებელი მიზეზის გამო, იგი წმიდა სულის მიერ იდევნება ეკლესიისაგან. ძალიან ცდებიან ისინი, ვინც ეკლესიაში სიარულს მეორე ხარისხოვნად მიიჩნევენ. სწორედ ეკლესიაა დასაწყისი და დასასრული ჩვენი ცხოვრებისა დედამიწაზე, მისი გაგრძელება კო ზეცაშია.

No comments:

Post a Comment