Saturday, January 30, 2010

OSCAR WILDE – THE PICTURE OF DORIAN GRAY

ხელოვანი მშვენიერების შემოქმედია.
     გამოვავლინოთ ხელოვნება და დავფაროთ ხელოვანი – აი, ეს არის ხელოვნების მიზანი.
     კრიტიკოსი ის არის, ვისაც ძალუძს ახლებურად ან ახალი მასალით გვამცნოს მშვენიერებით მინიჭებული საკუთარი შთაბეჭდილება.
     მაღალი თუ მდაბალი კრიტიკის ფორმა ავტობიოგრაფიის ერთ–ერთი სახეობაა.
     ისინი, ვინც სილამაზეში მახინჯ მხარეებს ჰპოვებენ, ბილწი სულის ადამიანები არიან. და არც მომხიბვლელობა გააჩნიათ.
     ისინი, ვისაც შესწევთ უნარი სილამაზის მაღალ აზრს ჩასწვდნენ, განსწავლული ადამიანებია, მათ უიმედოდ ვერ ჩავთვლით.
     რჩეული შეიძლება მხოლოდ იმას ვუწოდოთ, ვისთვისაც მშვენიერება მხოლოდ მშვენიერებას ნიშნავს.
     არ არსებობს უზნეო ან ზნეობრივად სრულყოფილი წიგნი. წიგნები ან კარგადაა დაწერილი, ან ცუდად. ეს არის და ეს.
     მეცხრამეტე საუკუნის რეალიზმისადმი სიძულვილი კალიბანის სიძულვილია, რომელიც საკუთარ თავს ხედავს სარკეში.
     მეცხრამეტე საუკუნის რომანტიზმისადმი სიძილვილიც კალიბანის სიძულვილია,
რომელიც საკუთარ გამოსახულებას ვერ ხედავს სარკეში.
     ადამიანის ზნეობრივი ცხოვრება ხელოვანის შემოქმედების ერთ–ერთი თემაა.
მაგრამ ხელოვნების ეთიკა არასრულყოფილ საშუალებათა სრულყოფილ გამოყენე–
ბაში მდგომარეობს.
     არც ერთ ხელოვანს არა აქვს სურვილი რაიმე დაამტკიცოს. უდავო ჭეშმარიტებათა
მტკიცებაც კი შესაძლებელია.
     ხელოვანი ზნეობის მქადაგებელი არ არის. ზნეობის ქადაგებისადმი მიდრეკილება
მიუტევებელი მანერულობაა სტილისა.
     ნურც ერთ ხელოვანს ნუ დააბრალებთ ავადმყოფურ ტენდენციებს. ხელოვანს უფლება აქვს ყოველივე ასახოს.
     აზრი და სიტყვა ხელოვნების საშუალებებს წარმოადგენს.
     მანკიერება და სათნოება ხელოვნების მასალაა. ფორმის თვალსაზრისით ყოველგვარი ხელოვნების ნიმუშად მუსიკოსის ხელოვნება უნდა ჩაითვალოს,
გრძნობის თვალსაზრისით მსახიობის ოსტატობაა ასეთი ნიმუში.
     ყოველგვარი ხელოვნება ერთდროულად ზედაპირიცაა და სიმბოლოც.
     ვინც ცდილობს ზედაპირის შიგნით შეიჭრას, თავს საფრთხეში იგდებს.
     ისიც საფრთხეში იგდებს თავს, ვინც სიმბოლოს ჩასწვდება.
     ხელოვნება ცხოვრების სარკე არ არის, ის მხოლოდ მაყურებელს აირეკლავს.
     თუ ხელოვნების ნაწარმოები აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, მაშინ ის ახალი, რთული და სასიცოცხლო რამ ყოფილა.
     თუნდაც კრიტიკოსები არ ეთანხმებოდნენ ხელოვანს – ხელოვანი მაინც ეთანხმება თავის თავს.
     მანამდე შეგვიძლია მივუტევოთ ადამიანს, რომელიც სასარგებლო საგნებს ქმნის,
ვიდრე ის ამით აღტაცებული არ არის. ხოლო მისი ერთადერთი გამართლება, ვინც უსარგებლო საგნებს ქმნის, საკუთარი ქმნილებისადმი დაუცხრომელი სიყვარულია.
     ყოველი სახის ხელოვნება უსარგებლოა.
                                                                                                                 ო ს კ ა რ   უ ა ი ლ დ ი

No comments:

Post a Comment