Saturday, February 20, 2010

"სამოსელი პირველი"-გურამ დოჩანაშვილი

" სიკვდილი რომ არ იყოს აღარ იქნებოდა ამ ქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მომავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა – პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი არც უბედურნი, აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო ცხოვრება აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ახლა კი ახლა, სიკვდილი რომ არის სიცოცხლე – სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე სიკვდილი რომ არ იყოს" 
" ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაირებოდეს... ოღონდ უნებურად..როგორც დევნილი... ან მდევარი.. - და როცა მოვა,როდესაც მოვა, და შემოგხედავს,რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს - დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი... 
ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე - მხარი , კისერი, ნამვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ...და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ... 
თვალებით ყევლაფერის თქმა უნდა სეძლოს ..ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია უნდიხარ შე თუ არა... 
-სახლის ჩრდილებიც, - ყველაფერს აქვს თავის ჩრდილი - შუბლს,თმას ცხვირს, ტუჩებს.. 
ხელისგული - ნამდვილი ქალის ხელის აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ...მერე ფრთხილად ჩამიაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ - მაშინვე მიხდებით ნამდვილი ქალი თუა - ანდა საკუთრი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ -რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვის ქალის ხელისგული...და თუ უყვარხარ,თუ უყვარხარ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზე ხელი ..... " 
"ვეღარ მოითმინა , განზე მიაბრუნა თავი და მხარუკუღმა დაუღრიალა:
--ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
--ადამიანი რომ გყვარებოდა!!"კარგად იცოდე, სამოსელი პირველია სიტყვა და მაგ სამოსელს რაც უფრო მეტ ხალხს გადააწვდნენ და გადააფარებ , უფრო მდიდარი შეიქმნები, უფრო ტანჯული...გაწამდები და გაიხარებ...სიტყვის თამაშად ნუ ჩამომართმევ---უბედნიერესი უბედური იქნები---და დატანჯული" 
და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური ,სიყვარულის მცენარე - აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
- ყაყაჩო!
- არა, ჩქარა ჭკნება!
- ენძელა!
- ნაზია ძალზე...
- გეორგინი!
- გაფოფრილია...
- ვარდი?
- შაბლონურია...
- აბა რა?
- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ ..."მანუელო კოსტამ იცოდა ყოველივე დაფარულის ფასი და უცნაური სიყვარული სჭირდა-მისი ორი ლამაზი თვალიდან გამომჭვირვალი მზერის შეხებისას რომელიმე უბირი ბუჩქი მაშინვე მანუელო კოსტას ბუჩქად გადაიქცეოდა და ბაობაბივით დიადდებოდა...'' 
"წამოიწია დომენიკომ, მუხლებზე დადგა , ხელები მამისკენ აღაპყრო; ერთბაშად შემდგარნი ადგილზევე ყუჩდებოდნენ სირბილით აქოშინებული ყმები- რაღაცა უნდა მომხდარიყო და, თავად მამაც, მუდარადქცეულ თვალებში ჯიუტად ჩასცქეროდა დომენიკოს, იმის ლოყებზე თითები მაგრად შემოეჭდო და ისე... მგზავრმა კი სასწაულით შერჩენილი ღონის პაწია ნამცეცი მოიკრიფა, დახეთქილ ტუჩებზე გაიხახუნა მშრალი ენა და მისუსტებული შეევედრა: "მამაო, ვცოდე ცად მიმართ წინაშე შენსა... და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შჰენდა... - სულს ძლივს ითქვამდა და, თავდახრილმა დააყოლა, - არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი". თავჩაქინდრული , მუხლებზე იდგა, ყოვლად უმწეო, უსუსური, განაჩენს უცდიდა - თითები შეუშვა მამამ. მაგრამ ჯერ ისევ წინგადახრილი, გახევებული იდგა, დაკაწრულ მხრებზე ჯიუტად დასცქეროდა.
- მაგამ შეჭამა საცხოვრებელი შები მეძავთა თანა...
გაისმა იქვე. ეს - გვეგვე იყო. მამა კი წელში გაიმართა, ძლივას დომენიკოს გამკაცრებული თვალი, პირი იბრუნა, კოშკისკენ ხელი გაიშვირა, თქვა:
- გამოიტანეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას!" ის კაცი, თავისთავად, ისევე როგორც ყველანი ჩვენ თავისი თავისთვის ერთი, ერთადერთი იყო. და როგორც ყოველს, იმასაც მარტოკინად ჰყავდა უძვირფასესი რამ ქვეყანად - საკუთარი თავი, მხოლოდ მისეული, მთელ სამყაროს რომ იტევდა და მისი ქვეყანა მხოლოდ მისით ცოცხლობდა, მხოლოდ” ”... როგორც იქნა ნამდვილი თოვლიც მოვიდა, ქვაფენილთა სითბოს მომრევი, რბილად ბრჭყვიალებდა ფარნის შუქზე, თოვლი, ისეთი თეთრი. აბზინებული თოვლი. სიბნელეში ლურჯი, ლურჯი და იქაც, ძალიან შორს თითქოს მსუბუქი და სპეტაკნარევი, მაინც სპეტაკი და ირგვლივ ბარდნა... სიჩუმე იდგა პირველი თოვლის და მხოლოდ ერთგან, მკრთალად განათებული ფანჯრიდან გამოსულ შუქზე თითქოს ოდნავ შრიალებდნენ ნათელი, გადიდებლი ფიფქები... თოვდა, უცხო სიმართლე ფარფატებდა ირგვლივ, პირველი თოვლის თეთრი სიმართლე... ეჰ რა კარგი იყო, და მიანც ჰქონდა თოვლს მისი სევდა, ფიფქებით შეკოწიწებული, თეთრი., უთქმელი...” "ისიც იცოდე ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას , ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის..მთავარია ,თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ." "ისიც იცოდე ვერანაირ ტყუილს ვერ მოიგონებ , სადმე სხვაგან რომ არ არსებობდეს" "ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი" "ტერეზა _ მხოლოდ მისთვის გასაგები ბედნიერებით ბედნიერი" ეს თვითმკვლელობა არ იყო. ეს - ძმათა ხათრით სიკვდილი გახლდათ.ეჰ, დონ დიეგო, დონ არაფერი ისე გადამდები არ არის როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი....დედამიწას სიყვარული ატრიალებს! 

1 comment:

  1. mTliani teqsti sad vnaxo? sadac vnaxe yvelgan uazrodaa

    ReplyDelete